სხვა იყო თეთრი, გახდა… როგორ შევუცვალოთ ფერი ყვავილებს? (ბაღში და სახლის პირობებში) 2018, 11 თებერვალი, 14:50 თუ გინდათ რომ სახლის წინ, საკარმიდამო ნაკვეთზე, ან აგარაკზე, უჩვეულო ფერის ყვავილები ყვაოდეს, ე. ი. ექსპერიმენტების დრო დადგა. თქვენ შეგიძლიათ, განსაკუთრებული ძალისხმევის და რისკის გარეშე, თეთრ ყვავილებს ფერი შეუცვალოთ. სცადეთ, აუცილებლად გამოგივათ! ექსპერიმენტის ობიექტი ნებისმიერი ფერის ყვავილი შეიძლება იყოს, მაგრამ მისი შედეგი უფრო კარგად თეთრი ფერის ყვავილებზე გამოჩნდება. რადგან, შეღებვის ხარისხი, ანუ ექსპერიმენტის ეფექტი ორ რამეზეა დამოკიდებული – ყვავილის ღეროს გამტარუნარიანობაზე და გვირგვინის ფერზე, რაც უფრო ღია ფერის არის ეს უკანასკნელი, უფრო შესამჩნევი იქნება შედეგი. მაშ. ასე, განვიხილოთ მცენარის შეღებვის ორი ხერხი: ყვავილისთვის ფერის შეცვლა სახლის პირობებში
სახლის პირობებში ყვავილისთვის ფერის შესაცვლელად საჭიროა: ლარნაკი, მჭრელი დანა და საღებავი. შეგიძლიათ ყვავილების საღებავი სპეციალურ მაღაზიში შეიძინოთ ან მათი ანალოგები, – საკონდიტრო საღებავები გამოიყენოთ.
ასევე საჭიროა შესაფერისი ყვავილის შერჩევა. საუკეთესო ვარიანტი იქნება თეთრი ვარდი: 1) იმისათვის, რომ ვარდმა წყალი კარგად შეიწოვოს, მისი ღეროს ბოლო ირიბად უნდა ჩამოაჭრათ, დაახლოებით, 2 სმ. სიგრძეზე. 2) ჩაასხით ლარნაკში წყალი, რამოდენიმე სანტიმეტრის სიმაღლეზე და დაუმატეთ საღებავი. საღებავის რაოდენობა, მისაღები ეფექტის ხარისხს განსაზღვრავს. რაც უფრო მეტია საღებავი, მით უფრო მუქი ფერის იქნება ვარდი. 3) ჭურჭელში ვარდების ჩაწყობიდან 1 საათის შემდეგ, ვარდი იწყებს ფერის შეცვლას, 3 საათის შემდეგ, ფერი უკვე შეცვლილი ექნება, ხოლო თუ მუქი ფერის ყვავილები გინდათ, – 12 საათი უნდა დაიცადოთ. უჩვეულო ფერის ყვავილების ნახვა ყვავილების მაღაზიაშიც შეიძლება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ფერები, ზემოთ აღწერილი პროცედურის ჩატარების შედეგად არის მიღებული. უბრალოდ, მათი ფერი ზრდის პროცესშია შეცვლილი და ამის გაკეთება ყველას შეუძლია, ვისაც ყვავილების ნარგავები აქვს. ვუცვლით ფერს ჰორტენზიას
საუკეთესო ყვავილი ამგვარი ექსპერიმენტების ჩასატარებლად — დიდფოთოლა ანუ ბაღის ჰორტენზია არის. მისი პირველადი თეთრი ფერის შეცვლა, შეიძლება ვარდისფრად, ლურჯად ან ამ ფერების უფრო ღია ან მუქ ტონალობებში... ჰორტენზიას სამეცნიერო სახელი — Hydrangea macrophylla არის და ქართულად «წყლის ჭურჭელს» ნიშნავს. და როგორც უკვე ვნახეთ, სწორედ წყალია საღებავის მთავარი გადამტანი. თუმცა, ამ შემთხვევაში, საღებავების დამატება ნიადაგში ან შეღებილი წყლით მორწყვა საჭირო არ არის, რადგან ყვავილის ფერი, ნიადაგში არსებულ სხვა ნივთიერებებზეა დამოკიდებული, უფრო კონკრეტულად კი – ნიადაგის მჟავიანობაზე, რომლის დონე 0-დან – 14-მდე მაჩვენებლით განისაზღვრება (რაც უფრო დაბალია ციფრი, უფრო მაღალია მჟავიანობა). ამ სიდიდეების მნიშვნელობა კი ასეთია: 4 – ძლიერმჟავიანი ნიადაგი; 4-დან – 7-მდე – მჟავიანი; 7- ნეიტრალური; 7-ის ზევით – ტუტე ნიადაგი. თუ თქვენს ნაკვეთზე უკვე იზრდება დიდფოთოლა ჰორტენზია, მისი გამოყენება ლაკმუსის ქაღალდივით შეიძლება. თუ მისი ყვავილები ვარდისფერია – ე. ი. ის ნეიტრალურ ან ტუტე ნიადაგზე იზრდება, თუ ცისფერია – ნიადაგის მჟავიანობა მაღალია. მოკლედ რომ ვთქვათ, ნიადაგის მჟავიანობის შეცვლით, შესაძლებელია ყვავილის ფერის შეცვლაც. თუ ნაკვეთზე ჰორტენზია არ არის, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაიგოთ, თუ რა ტიპის ნიადაგია იმ ადგილზე, სადაც ეს მცენარე უნდა დარგათ. სპეციალური აპარატის გარეშე, ამის განსაზღვრა ორი ხერხით შეიძლება: I. აიღეთ ერთი მუჭა მიწა და დაასხით ცოტა ძმარი: თუ რეაქცია არ იქნება, ე.ი. მჟავა მჟავაზე მოხვდა, ანუ თქვენს ნაკვეთზე მჟავა ნიადაგია. თუ მცირე რაოდენობით ბუშტები წარმოიქმნა – ზომიერად მჟავე ნიადაგია. ხოლო თუ დუღილის ეფექტი ექნება, დიდი რაოდენობის ბუშტებით, – ტუტე ნიადაგი. II. დაასხით მდუღარე წყალი ბლის ან მოცხარის ფოთლებს (1 ჭიქაზე – 3-4 ფოთოლი) და როდესაც გაცივდება, ნაყენში ჩააგდეთ ნიადაგის პატარა გუნდა. თუ გარკვეული დროის შემდეგ, ნაყენი გაწითლდა – მაღალმჟავიანი ნიადაგია, ლურჯი – სუსტი მჟავიანობის, მწვანე – ნეიტრალური. იყო თეთრი, გახდა… თეთრი ყვავილი ვარდისფერი რომ გახდეს, ნიადაგის მჟავიანობის მაჩვენებელი 7 ერთეულს უნდა აღემატებოდეს – ეს ნეიტრალური ან ტუტე გარემოა, რომელშიც მცენარისთვის მიუწვდომელი იქნება ალუმინის მიკროელემრნტები. ნიადაგის მჟავიანობის დაქვეიითება, მასში წმინდად დაფქული დოლომიტების ან კირქვის შეტანით შეიძლება: ყოველ კვ. მ-ზე – 2 კგ. მინერალების ფქვილის გაანგარიშებით. საუკეთესო დრო ამის გასაკეთებლად, შემოდგომის გადაბარვა არის. ამ მინერალების ჩანაცვლება, ხის ნაცრით ან დაფქული ცარცით შეიძლება. ნიადაგის მჟავიანობის გაზრდით, ალუმინის განზავებას და მცენარის მიერ მის ათვისებას ეწყობა ხელი და მიიღება… ცისფერი ჰორტენზიები
ნიადაგის მჟავიანობის ამაღლება, ყოველ კვ. მ-ზე, 9 კგ. ჰუმუსის (ნეშომპალა) ან 3 კგ. ნაკელის შეტანით შეიძლება. გარდა ამისა, ამ მიზნით, შესაძლება ტორფის და სასოფლო სამეურნეო გოგირდის გამოყენება. ეს უკანასკნელი, მიწის ზედაპირზე მობნევის ნაცვლად, მცენარის დარგვიდ დროს, ორმოში უნდა ჩაიყაროს – თითო ორმოზე – 30 გრ. კოლოიდური გოგირდის ფხვნილი. ნიადაგის მჟავიანობის გაზრდის შემდეგ, მცენარე რეგულარულად უნდა მოირწყას ალუმინის სულფატის ხსნარით. ხსნარის მოსამზადებლად, 15 გრ. ალუმინის სულფატი გახსენით 1 ლ. წყალში. სწორედ ალუმინის მაღალი კონცენტრაციის არსებობა, მჟავა ნიადაგში, არის იმის გარანტია, რომ თქვენ ცისდერი ჰორტენზიების მფლობელი გახდებით. გარდა ამისა, იმისთვის რომ ფერი ყოველთვის მკვეთრი იყოს, მცენარისთვის მიწოდებული სასუქი დიდი რაოდენობით კალიუმს და ცოტა ფოსფორს უნდა შეიცავდეს. თუ გინდათ რომ ბაღში სხვადასხვა ფერის ჰორტენზიები მოაშენოთ, მცენარეები ერთმანეთისგან 1, 5 მ. დაშორებით უნდა დარგათ და თითოეულ ძირს, თქვენთვის სასურველი გარემო შეუქმნათ, იმის მიხედვით, თუ რა ფერის გინდათ, რომ იყოს. P. S. იმ შემთხვევაში, თუ ცისფერი ქრიზანთემა შეიძინეთ და დარგვის შემდეგ ვარდისფერი ან მწვანე გამოდგა, თავს მოტყუებულად ნუ იგრძნობთ. ეს მცენარე, ისევე როგორც ჰორტენზია, ფერს ნიადაგის მჟავიანობის შესაბამისად იცვლის და იმისთვის, რომ ცისფერი ფერი მიიღოს, მცენარის ძირში, ნახშირის ნაცარი უნდა დაუყაროთ ან უბრალოდ, მის სიახლოვეს, რამდენიმე ჟანგიანი ლურსმანი ჩაარჭოთ. არსებობს ასევე სპეციალური სასუქი, ცალკე ვარდისფერი და ცალკე ცისფერი ჰორტენზიებისთვის და თუ ამ სასუქს «უკუღმა» გამოიყენებთ, ყვავილის ფერი აუცილებლად შეიცვლება. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: 12 ლამაზი ყვავილი, რომელიც შესაძლოა არც კი გინახავთ და ყველაზე უჩვეულო ყვავილი დედამიწაზე ყველაზე უჩვეულო ყვავილები მსოფლიოში
1449 6-ს მოსწონს
|