x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მცენარეები, რომლებიც სურნელით კურნავენ

image

image

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ სხვადასხვა სახის არომატი, რაღაც მაგიური ძალის გავლენით, უჩვეულოდ მოქმედებს გუნება-განწყობაზე და ძალიან სწრაფად ცვლის ჩვენში ემოციურ ფონს. აქ განხილული არის 10 არომატი, რომელიც მომენტალურად და მხოლოდ სასიკეთოდ მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე.


1. ჟასმინი დეპრესიას აქრობს

imageჟასმინის არომატი, ჯერ ერთი, უფრო ყურადღებიანებს გვხდის, და მეორე – აკვიატებული აზრებისგან გვათავისუფლებს.


2. ლავანდა უძილობის წამალია

imageლავანდის ზეთის არომატი გონებას და სხეულს ამშვიდებს და საუკეთესო საშუალებაა მოდუნებისტვის და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის უძილობისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა.


3. დარიჩინი ტვინის მუშაობას აუმჯობესებს

imageეს ყავისფერი სუნელი, უდიდესი ძალის მქონე, ნამდვილი წამალი არის. Wheeling Jesuit University (აშშ) მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დარიჩინის სუნი მოტორიკას, მხედველობას, მეხსიერებას და ყურადღებას აუმჯობესებს.


4. წიწვოვანი მცენარეების სურნელი სტრესს ამცირებ

imageიაპონელმა მკვლევარებმა ცდაში მონაწილე, მოხალისეთა ორი ჯგუფი, სასეირნოდ სხვადასხვა ადგილზე გაგზავნეს: ერთი — ფოთლოვან ტყეში, ხოლო მეორე — წიწვოვანში. პირველი ჯგუფში ვინც იყო – გაღიზიანებულები და უკმაყოფილოები დაბრუნდნენ, ხოლო, ვინც წიწვნარში გაისეირნა — დასვენებული და ხალისიანი.


5. ახლად მოთიბული ბალახის არომატი დაღლილობას ხსნის

imageახლად მოთიბულ მინდორში გასვლის შემთხვევაში, ადამიანი კარგ განწყობაზე დგება და რაც უფრო მნიშვნელოვანია, სურნელი, რომელიც იქ ტრიალებს, ამცირებს, გადაღლილობით გამოწვეულ, აზროვნების უნარის დაქვეითებას.


6. ციტრუსი სიმხნევის საუკეთესო საშუალებაა

imageამ არომატს ორშაბათის არომატსაც ეძახიან: ციტრუსებს შეუძლია ორგანიზმში საჭირო რაოდენობის ენერგიის გამომუშავება და ხალისიანი დღის უზრუნველყოფა.


7. ვანილი ადამიანს კეთილს ხდის

imageვანილი ცხოვრებას ატკბობს და ადამიანში დადებით გრძნობებს აღვიძებს. ის დაბალანსების კარგი საშუალებაა მოდუნებასა და მობილიზაციას შორის.


8. პიტნა ყურადღების კონცენტრირებას ამაღლებს

imageპიტნის სუნი სასუნთ გზებს ასუფთავებს, რაც თავის მხრივ, ტვინის აფხიზლებს და მის მუშაობას ასტიმულირებს.


9. ვაშლის სუნი თავის ტკივილს ამცირებს

imageადამიანებმა, ვისაც თავის შაკიკის ხშირი შეტევები აქვთ, მორიგი თავის ტკივილის დროს, სურნელოვანი ვაშლი უნდა დაიდონ თავთან ახლოს. ტკივილს შემცირების გარდა, ვაშლის არომატი შფოთს ამცირებს და მოდუნებას იწვევს.


10. ზეითუნის ზეთის არომატო მადას აქვეითებს

imageგერმანიის კვების ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები იმ კერძით უფრო მალე ნაყრდებიან, რომელიც ზეითუნის ზეთით არის შეზავებული. გარდა ამისა, დაამტკიცეს, ჩვენ ადამიანი მსუბუქად «ნაყრდება» მხოლოდ მისი სუნის შეგრძნების შემდეგ.

დასკვნა კი ასეთი: თუ ხშირად მივირთმევთ, ზეითუნის ზეთით შეზავებულ, დაბალკალორიულ სალათებს ან ზეითუნის ზეთის სურნელს შევიგრძნობთ — დროთა განმავლობაში, ჭარბი წონისგან გავთავისუფლდებით.

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

უნიკალური სამკურნალო თვისებების მქონე მცენარე («ოჯახის ექიმი»). მოხმარება. რეცეპტები

კალანხოე. სამკურნალო თვისებები. მიღების წესი. უკუჩვენება (+ მოვლა და გამრავლების თავისებურებები)

ოთახის 9 მცენარე, რომლის დადგმა საძინებელში არის რეკომენდირებული

0
382
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
382
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0