სხვა ოთახის მცენარეების ყველაზე გავრცელებული დაავადებები და მკურნალობის გზები 2017, 20 აპრილი, 10:41 ოთახის მცენარეები სხვადასხვა სახის ავადმყოფობით შეიძლება დაავადდნენ, რომლებოც ყოველთვის არახელსაყრელი გარემო პირობების და არასწორი მოვლის შედეგია. ეს შეიძლება იყოს: ჭარბი ტენი ან მშრალი ჰაერი, ჰაერის ძალიან მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, სასუქის ნაკლებობა ან სიჭარბე, სუბსტრატის შეუსაბამობა (მაგ., თუ ყვავილოვან მცენარეს, ფოთლოვანი მცენარისთვის განკუთვნილ გრუნტში ჩარგავთ), არასათანადო ზომის ქოთანი (მაგ., იებს დიდი ქოთნები არ უყვართ) და ა. შ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაავადებების უმრავლესობა, მცენარიდან მცენარეზე არ გადადის. მცენარის დაავადების კიდევ ერთი მიზეზი, შეიძლება, მისი გარემო პირობების მკვეთრი ცვლილება იყოს. მაგ., სათბურში გაზრდილ ყვავილს ოთახის პირობებში ადაპტიტება უჭირს. ასეთი მცენარის შეძენის შემთხვევაში, ის თავდაპირველად ნაკლებად განათებულ ადგილზე უნდა მოათავსოთ და მზის სინათლეს ნელ-ნელა შეაჩვიოთ.
გავრცელებული დაავადებების ნუსხა: სოკო, რომელიც ლაქებს აჩენს ფოთლებზე როგორც წესი, ამ დაავადების მიზეზი მცენარის არასწორი მოვლა არის. ყველაზე ხშირად ის კამელიას, ანტურიუმს, ორქიდეას და პალმისებრთა ოჯახის ცალკეულ წარმომადგენლებს ემართებათ. დაავადებულ ფოთოლზე, პირველ ეტაპზე, ლაქა არც თუ ისე დიდია. მაგრამ, თუ ყურადღებას არ მიაქცევთ, ის თანდათანობით გაიზრდება, ფოთოლი გახმება და შეიძლება სხვა ნაწილებზეც გადავიდეს.
ანტრაკნოზი ეს ძალიან გავრცელებიული დაავადება არის, რომელიც თბილ და ტენიან პირობებში ვითარდება. ასეთი პირობები უცხო არ არის სათბურებისთვიდ და მცენარის შეძენის დროს, ყურადღება მიაქციეთ მის ფოთლებს. დაავადება შემდეგი სიმპტომებით ვლინდება: მცენარეს ფოთლებზე მუქი ყავისფერი ლაქები უჩნდება. აქვე უნდა აღვნიშნოს, რომ ამ დაავადების არსებობის შემთხვევაში, პალმისებრთა ოჯახის წარმომადგენლებს და ფიკუსებს, ლაქების ნაცვლად, ზოლები უჩნდებათ.
ასეთი მცენარის დამუშავება სისტემური* ფუნგიციდებით (ლათ. fungus — სოკო და caedo — ვკლავ) უნდა მოხდეს, რომ სოკოს გამრავლება შეწყდეს. გარდა ამისა, მცენარეს უნდა მოაცილოთ დაზიანებული ფოთლები და რამოდენიმე კვირა არ უნდა მორწყათ. სისტემური* – ისეთი ხსნარი რომელიც მცენარის შიგნით აღწევს და მის სისტემაში გადაადგილდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფუნგიციდების როგორც ქიმიური, ისე ბიოლოგიური სახეობები არსებობს და ბიოლოგიური ბევრად უფრო უსაფრთხო და ეფექტურია. ნამდვილი ფქვილისებური ნამიამ სახის დაავადება მშრალი და თბილი ჰაერეის პირობებში ვითარდება. ამასთან, განსხვავებული სახეობის მცენარეებშე, შეიძლება განსხვავებული სოკოს სახეობების ნახვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სოკო, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ბეგონიაზე, ვარდს არასდროს გაუჩნდება. უკვე დასახელებული მცენარეების გარდა, ფქვილისებური ნამი შეიძლება ისეთ მცენარეებსაც გაუჩნდეს, როგორებიც არის: ჰორტენზია, კროტონი, კალანხოე, ციკლომენი, ქრიზანთემა და ია. მსგავსი დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, მცენარე იზოლირებულ ადგილზე უნდა გადაიტანოთ, დაზიანებული ნაწილები მოაცილოთ და უკვე ამის შემდეგ, შესაბამისი პრეპარატებით დაამუშაოთ. ყალბი ფქვილისებური ნამიეს დაავადება კი ნესტიან, მაგრამ ცივ გარემოში ჩნდება და შეუძლია გარკვეული სახეობის მცენარეები დააზიანოს. მაგ., როგორიც არის: ფურისულა, კალცეოლარია და გლოკსენია.
დაავადების სიმპტომი, ფოთლის ქვევიდან ნადების გაჩენაა, რომელიც არ იწმინდება. დაავადების თავიდან ასაცილებლად, ჭარბ ნესტს უნდა მოარიდოთ მცენარე (როგორც გრუნტი, ისე ჰაერი). მაგრამ, თუ ის უკვე დაავადებულია, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, პრეპარატებით დამუშავებით უკვე ვეღარ უშველით, რადგან სოკო ფოთლის შიდა ქსოვილებში ცხოვრობს. შავი ფეხიეს დაავადება ბევრი მცენარის ახლად დაფესვიანებულ კალმებს ახასიათებს, მაგრამ ყველაზე მეტად, პელარგონიუმისთვის არის დამახასიათებელი. დაავადება მაღალი ტენიანობის ან გასქელებული, წყალგაუმტარი გრუნტის გამო ჩნდება. დაავადების სიმპტომი, მცენარეს ძირის სიშავე არის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის Botrytis სოკოთი არის დაავადებული. ნაცრისფერი ლპობის სოკო მაღალტენიანი და თბილი ჰაერის პირობებში ჩნდება. ამ დაავადებით ყველაზე მეტად ის მცენარე ზარალდება, რომელსაც თხელი და რბილი ფოთლები აქვს. დაავადებასთან ბრძოლის მეთოდი კი ასეთია: ფრთხილად უნდა მოაცილოთ დაზიანებული ადგილები, რომ ობს გავრცელების საშუალება არ მიეცეს. ამის შემდეგ, მცენარს გარკვეული პერიოდის მანძილზე, წყალი აღარ მიასხუროთ და მორწყვის სიხშირეც შეამცირეთ, ხოლო ოთახი ხშირად გაანიავეთ. ჟანგიეს დაავადება ისეთ მცენარეებს უჩნდებათ, როგორებიც არის ვარდი, ფუქსია, პელარგონია და ა. შ. მცენარის ჟანგით დაავადების შემთხვევაში, ჯერ დაზიანებული ადგილები მოაცილეთ და მცენარე ფუნგიციდებით დაამუშაოთ. ღეროს ლპობა
პროფილაქტიკური ღონისძიბა მცენარისთვის ნორმალური პირობების შექმნას გულისხმობს. ამასთან, მისი ძირის «დატბორვას» უნდა ერიდოთ, უნდა დაიცვათ მცენარისთვის შესაფერისი ტემპერატურის რეჟიმი და რეგულარულად გაანიაოთ ოთახი. ნერგის დაცემა
დაავადების თავიდან აცილება, მცენარეების დარგვა-დათესვის ოქროს წესების დაცვით შეიძლება: გრუნტი, რომელიც მცენარისთვის არის მომზადებული, სტერილური უნდა იყოს, კარგად უნდა ატარებდეს წყალს და მორწყვა ოპტიმალურ ვადებში უნდა ხორციელდებოდეს და ოთახი რეგულარულად უნდა ნიავდებოდეს. თუ გარკვეულ ფართობზე რამდენიმე ძირი მცენარე არის დარგული ან ამოსული და თუნდაც ერთ მცენარეს აღმოაჩნდა ზემოთ აღწერილი სიმპტომები, დანარჩენი მცენარეები სხვა გრუნტში გადაიტანეთ და უფრო გრილ ადგილზე მოათავსეთ. ლაქებიანი ფოთოლი
რაც შეეხება ბრძოლის მეთოდებს, მცენარის დამუშავება ფუნგიციდებით უნდა მოხდეს და აღარ უნდა მორწყათ რამდენიმე კვირის მანძილზე. წყალმანკი
მცენარეს, დაავადების გაჩენის შემთხვევაში, დაზიანებული ფოთლები უნდა მოაშოროთ, რადგან მათი აღდგენა აღარ მოხდება და ის უფრო განათებულ ადგილზე უნდა გადაიტანოთ. ამასთან, მორწყვის სიხშირეც უნდა შეამციროთ. უახლოეს მომავალში, დაავადებული ფოთლების ადგილზე, ახალი ჯანმრთელი ფოთლები გაეზრდება. ფესვის ლპობა
ფესვის ლპობასთან ბრძოლა, მცენარის დაავადების მხოლოდ ადრეულ სტადიაზე შეიძლება და მხოლოდ ქირურგიული გზებით, რაც მცენარის ქოთნიდან ამოღებას, ფესვების გარეცხვას და დაზიანებული ნაწილების მოჭრას გულისხმობს. ამის შემდეგ, ის ახალ ქოთანში, ახალ გრუნტში უნდა გადაიტანოთ. მცენარე კარგად განათებულ ადგილზე უნდა დადგათ, მაგრამ მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ. მისი მორწყვა შეიძლება, მაგრამ მცირე დოზებით, რომ ზედმეტად არ დატენიანდეს. როდესაც ახალი ყლორტები გამოუვა, მისი სახეობისთვის შესაფერის მორწყვის რეჟიმზე გადაიყვანეთ. ჭვარტლის ობი
შავი ნადების მოცილება რბილი სველი ქსოვილით უნდა მოხდეს. ხოლო შემდეგ, თბილი წლით უნდა გაირეცხოს მცენარე. მომავალში მსგავსი რამ რომ აღარ განმეორდეს, მცენარეებს დროულად უნდა მოაცილოთ მავნებლები. ვირუსული დაავადებებივირუსებით მცენარის ინფიცირება, როგორც წესი, სათბურებში ხდება, გადარგვის დროს და უკვე ამის შემდეგ, ის სავაჭრო ქსელში ხვდება. სამწუხაროდ, ვირუსებთან ბრძოლის მეთოდები არ არსებობს, რადგან რთულია დაავადების მიზეზის დადგენა. შეგიძლიათ მცენარის გადარჩენა სცადოთ (გრუნტის გამოცვლა, პრეპარატებით დამუშავება), მაგრამ გახსოვდეთ, ყველაფერი, რასაც მასთან ურთიერთობისას გამოიყენებთ, ერთჯერადი უნდა იყოს.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ოთახის მცენარეების მწერებთან ბრძოლის და პროფილაქტიკის მეთოდები (და არანაირი ქიმია) რატომ უნდა ჩავარჭოთ ასანთის ღერები ქოთანში ნაყენი, რომელიც ყველაზე დასუსტებულ მცენარესაც კი სიცოცხლეს დაუბრუნებს ია – პასუხები მცენარესთან დაკავშირებით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე 2041 10-ს მოსწონს
|