x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნატურალური საშუალებები ვარდების და სხვა მცენარეების სამკურნალოდ და გაძლიერებისთვის

ვარდების და სხვა მცენარეების დაავადებების და მავნებლებთან საბრძოლველად, ბიოლოგიური მეთოდების გამოყენება შეიძლება. მსგავსი სახის პრეპარატები უკვე გაყიდვაში არის. თუმცა, შესაძლებელია სასარგებლო ნახარშების და ნაყენების დამოუკიდებლად, სახლის პირობებში, მომზადება.


image
აქ ნაყენების და ნახარშების რამდენიმე ეფექტურ რეცეპტს წარმოგიდგენთ, რომლის გამოყენების შემთხვევაში, მცენარე განიკურნება და იმუნური სისტემაც გაუძლიერდება.


მინდვრის შვიტას ნახარში


შვიტას ნახარში მცენარეების ქსოვილს ამაგრებს და ეფექტური საშუალებაა ფქვილისებური ნამის, ჟანგის და აბლაბუდატკიპას დასამარცხებლად.
ნახარშის მომზადება: დიდ ემალირებულ ქვაბში მოათავსეთ 1 კგ. ნედლი (ან 150 გრ. ხმელი) მინდვრის შვიტა > დაასხით 10 ლ. ცივი წყალი > გააჩერეთ ქვაბი 24 სთ. > დაახურეთ სახურავი, დადგით ცეცხლზე > ადუღების შემდეგ, ნელ ცეცხლზე ხარშეთ 30 წთ, რომ მცენარეს სილიციუმმჟავა გამოყოს > ცეცხლის გათიშვის შემდეგ, ახადეთ სახურავი და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე > გადაწურეთ ნახარში და ჩაასხით ემალირებულ ან პლასტიკურ ჭურჭელში (ნახარშის ჩასხმა არ შეიძლება მეტალის ჭურჭელში, რადგან მჟავა მას დააზიანებს).
შვიტას ნახარში სასარგებლო თვისებებს 2 კვირის მანძილზე ინარჩუნებს.
გამოყენება: გააზავეთ ნახარში წყლით, პროპორციით – 1:5. დაავადების და მავნებლების გაჩენის პროფილაქტიკისთვის, მთელი მცენარე უნდა დაამუშაოთ პულვილიზატორით, განსაკუთრებით, ცხელ დღეებში – დილით ადრე, ვიდრე ძალიან დაცხება (მაშინ შვიტას ზემოქმედება უფრო ძლიერი იქნება). დამატებით, მცენარეს ძირშიც დაუსხით ხსნარი, რომ მისი ფესვებიც დაცული იყოს. 1 კვირის შემდეგ, პროცედურა შეგიძლიათ ისევ გაიმეოროთ.
თუ ისე მოხდა, რომ შვიტას ნახარშმა, მაღალ ტემპერატურაზე, დუღილი დაიწყო (ანუ, თუ გარკვეული დროის შემდეგ, გაფუჭდა) მისი გამოყენება მხოლოს მოსარწყავად შეიძლება, პროპორციით – 1:10 (მაგ., 1 ლ. ნახარში და 10 ლ. წყალი).

imageჭინჭრის ნაყენი


ჭინჭრის ნაყენი კარგ სასუქად ითვლება და ამავე დროს, ის აძლიერებს მცენარის დაავადებასთან და არასასურველ ფაქტორებთან ბრძოლის უნარის. ჭინჭრის ნაყენი, ასევე ამაგრებს მცენარის ზედაპირულ ქსოვილებს, რაც იცავს მას მავნე მწერების ზემოქმედებისგან.
მინდვრის შვიტას ნახარში და ჭინჭრის ნაყენის შერევის შემთხვევაში – მათი მოქმედება ძლიერდება.
თუ, ნაყენის მოსამზადებლად, ნედლი ჭინჭრის შეგროვების საშუალება არა გაქვთ, მისი მომზადება, აფთიაქში შეძენილი, ხმელი მცენარით ან მისი ფხვნილითაც შეიძლება.
ჭინჭრის ნაყენის მომზადება:
I ხერხი: 500-700 გრ. ნედლი (ან 200 გრ. ხმელი) ჭინჭარი მოათავსეთ ხის კონტეინერში > დაასხით 5 ლ. ცივი წყალი > ასე გააჩერეთ 2 კვირა. თან ყოველ დღე ურიეთ, ვიდრე დუღილს არ დაიწყებს > ნაყენი გადაწურეთ და გააზავეთ წყალში, პროპორციით – 1:10.
II ხერხი: ამ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე, ყველაფერი ისევეა, როგორც წინა რეცეპტში. მაგრამ, ნაყენის გაჩერება მხოლოდ 12-24 საათის მანძილზე შეიძლება, ანუ დუღილი არ უნდა დაიწყოს და გამოყენებაც წყალში გაზავების გარეშე შეიძლება.
გამოყენება: ნაყენის გამოყენება როგორც შესასხურებლად, ისე მოსარწყავად შეიძლება. იმ დადებითი თვისებების გარდა, რაც უკვე ხსენებული იყო, ჭინჭრის ნაყენი ბუგრებთან ბრძოლის ეფექტური საშუალებაც არის.

image

საპნის ხსნარი


წყალში გახსნილი საპონი ბუგრებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა.
საპნის ხსნარის მომზადება: 150-300 გრ. თხევად საპონს დაამატეთ ცოტა ცხელი წყალი, პირველადი გაზავებისთვის > გახსენით 10 ლ. ცხელ წყალში > გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.
გამოყენება: საპნის ხსნარი მიასხურეთ ბუგრებით დაზარალებულ მცენარეებს.

image

საპნის ხსნარი სპირტით


საპნის ხსნარის მოქმედების გაძლიერება, მასში სპირტის დამატებით შეიძლება.
მომზადება: 200 გრ. თხევად საპონს დაამატეთ ცოტა ცხელი წყალი, პირველადი გაზავებისთვის > გახსენით 10 ლ. ცხელ წყალში > დაამატეთ 300 მლ. დენატურირებული სპირტი > შეურიეთ და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.
გამოყენება: მიასხურეთ ხსნარი მცენარეს.

image

ავშანის (აბზინდა) ნაყენი


ავშანი გამოიყენება ბუგრის, მუხლუხის და ჟანგის წინააღმდეგ საბრძოლველად. გარდა ამისა, ის აძლიერებს მცენარის უნარის წინააღმდეგობა გაუწიოს ავადმყოფობას.
ნაყენის მომზადება:
I ხერხი: 300-500 გრ. ნედლი ან 30 გრ. ხმელი ავშანი მოათავსეთ ხის კონტეინერში > დაასხით 10 ლ. ცივი წყალი. დააყენეთ 2 კვირა, ვიდრე დუღილს არ დაიწყებს.
გამოყენება: გახსენით ნაყენი ცივ წტალში, პროპორციით – 1:10, და ამის შემდეგ, შეწამლეთ და მორწყეთ მცენარე.
II ხერხი: იგივე რაოდენობის ავშანი მოათავსეთ ხის კონტეინერში, დაასხით იმდენივე ცივი წყალი > დააყენეთ 1 დღე (3 დღემდეც შეიძლება გაჩერება).

გამოყენება: ამ ნაყენს, ძირითადად, გაზაფხულზე იყენებენ ბაღებში, წყალში გაზავების გარეშე.

imageროგორც აღნიშნული იყო, მოცემული რეცეპტებით მომზადებული, ნახარშები და ნაყენები ძალიან ეფექტურად მოქმედებს მცენარეებზე. მაგრამ, თუ თავად არ აგინდათ მათი მომზადება, შეგიძლიათ შესაბამისი კონცენტრატები (იგულისხმება არა ანალოგები, არამდე, მწერებთან და დაავადებებთან ბრძოლის საშუალებები) მაღაზიაში შეიძინოთ. მაგრამ, ყიდვის დროს, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს აღნიშნული პრეპარატი გარემოზე.

image

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* ვარდები ეზოში და სახლის ირგვლივ

* ხეივნის ვარდები: დარგვის (მაის-ივნისი) და მოვლის ყველა ხრიკი + გასხვლის და გამრავლების საიდუმლოებები

* როგორ გავასუფთავოთ ბაღი და აგარაკი მავნებლებისგან. და არანაირი ქიმია

* ბანანის ქერქის სასუქი. სასარგებლო თვისებები და შეზღუდვები, მცენარეთა სახეობების მიხედვით

* ოთახის მცენარეების ყველაზე გავრცელებული დაავადებები და მკურნალობის გზებიიდრე

0
3218
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0