სხვა კატები – ყველაზე საოცარი არსებები დედამიწაზე (+ გულისამაჩუყებელი ფოტოები) 2017, 2 აგვისტო, 9:46 უამრა ადამიანს უყვარს ცხოველები და მათ შორის, კატებიც. საერთოდ, ცხოველებისადმი სიყვარულის მიხედვით, ადამიანები შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ: არიან ძაღლების მოყვარულები და კატების მოყვარულები. თუმცა, ვისაც კატები უყვარს, შესაძლოა, არც კი დაფიქრებულა, თუ რით დაიმსახურეს ამ ცხოველებმა მათი ადამიანების ესოდენ დიდი და განსაკუთრებული სიყვარული. კატები – საოცარი ქმნილებები არიან, რამდენ სიამოვნებას გვანიჭებს მათზე დაკვირვება, მათი მონაწილეობით, ვიდეორგოლების ნახვა, როგორ სიხარულს და ბედნიერებას ანიჭებს მათზე დაკვირვება პატარებს! კატები უდიდეს სიხარულს გვანიჭებენ და დიდ როლს თამაშობენ ჩვენს ცხოვრებაში. ისინი ძალიან მხიარული და ჭკვიანი ცხოველები არია, მარტივად ეგუებიან ყველანაირ პირობებს, სწრაფად სწავლობენ და განსაკუთრებულ ყურადღებას და მოვლას არ საჭიროებენ. კატები დამოუკიდებლები არიან. ისინი, ძაღლების მსგავსად, არ ითხოვენ პატრონებისგან ყურადღებას, შესანიშნავად გრძნობენ პატრონის განწყობას და ზედმეტად არასდროს აწუხებენ მას. კატებს დამოუკიდებლად შეუძლიათ საკუთარი, ქვიშის ტუალეტით სარგებლობა. მათ უნიტაზითაც შეუძლიათ სარგებლობა, თუ ჩვენ ცოტაოდენ ძალისხმევას გამოვიჩენთ და ვასწავლით, თუ რა და როგორ უნდა გააკეთონ.
ისინი ჩუმი ცხოველები არიან. რა თქმა უნდა, ხანდახან კნავიან, ხან ხანგრძლივად და დაჟინებით, მაგრამ ეს გამონაკლისია და იმის მანიშნებელია, რომ ცხოველს რაღაც უჭირს. ჩვეულებრივ მდგომარეობაში, კატები ჩუმად არიან და ზედმეტად ხმას არ გამოსცემენ.
კატები – ნადირობისთვის არიან დაბადებულები. ისინი მხოლოდ თაგვებზე კი არა, ბუზებზე, ობობებზე და სხვა სახის მწერებზეც ნადირობენ. მათთვის ხომ ნადირობა – თამაშია, რაც დროის საუკეთესოდ გატარებს ნიშნავს. კატები ძალიან მხიარული და ხალისიანი ცხოველები არიან. ისინი ყოველთვის გვართობენ თავიაანთი ქცევით. გარდა ამისა, ძალიან გულადები, ჭკვიანები და ცნობისმოყვარეებიც არიან და ამიტომ, ხშირად ხდებიან სხვადასხვა სახალისო ისტორიის გმირები. ისინი წარმოუდგენლად მგრძნობიარენი არიან. მათ ყოველთვის ზუსტად იციან, თუ როგორ ხასიათზე ვართ და რა უნდა გააკეთონ ჩვენს დასამშვიდებლად, ტანჯვის ან ტკივილის შესამსუბუქებლად. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: 15 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იყოლიოთ სახლში კატა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კატა სიცოცხლეს ახანგრძლივებს რატომ არ უყვართ ძაღლებს და კატებს ერთმანეთი? მეცნიერებმა პატრონებისადმი კატების და ძაღლების სიყვარულის დონეები შეადარეს და ორმაგად გაკვირვებულები დარჩნენ რას ნიშნავს – იყო კატა? კატებზე დაკვირვების უახლესი შედეგები 10 საინტერესო ფაქტი კატების შესახებ, რომელიც შესაძლებელია არ იცოდეთ 511 6-ს მოსწონს
|