x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რას ნიშნავს – იყო კატა? მეცნიერებმა კატებზე დაკვირვების უახლესი შედეგები გამოაქვეყნეს

კატა დიდი ხანია, რაც ჩვენი ცხოვრების თანამგზავრია. ის გვართობს, გვახალისებს, კარგ ხასიათზე გვაყენებს და თუნდაც ცოტა ხნით, დარდს და საფიქრალს გვავიწყებს. მაგრამ, ყველაფერი ვიცით ამ ცხოველის შესახებ? დაფიქრებულხართ, თუ რას ნიშნავს – იყო კატა?


image


image

კატები ჩვენთვის უხილავს ხედავენ


image

ადამიანის თვალი ულტრაიისფერ ტალღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს, თუ სხივი ისეთ ნივთს დაეცემა, რომელიც ფოსფორს (P) შეიცავს. ეს შეიძლება იყოს – კოსმეტიკა, სისხლი, ზოგიერთი საწმენდი საშუალებები...
imageბოლოდროინდელი კვლევის შედეგებით, რომელიც «ლონდონის სამეფო საზოგადოების უწყებაში» იყო გამოქვეყნებული, ცნობილი გახდა, რომ კატები ულტრაიისფერ ტალღებს ხედავენ. ეს ფუმფულა არსებები მკვეთრად არჩევენ ელექტროგამოსხივებას დენის სადენებზე და იდუმალ «ულტრაიისფერ უზორებს» ოთახის მცენარეებზე. აი რატომ არის, რომ ისინი, ხანდახან, დაძაბულები იყურებიან სიცარიელეში და ისე იქცევიან, თითქოს «უხილავი არსებების» ეშინიათ.

image

image

კატა მხოლოდ საყვარელი კი არა, ძალიან ნერვიულიც შეიძლება იყოს


image


არასოდეს უნდა დავივიწყოთ, რომ კატას, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს, ველური წინაპრები ჰყავდა. ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების მტკიცებით, კატას ფერფლისფერი ჯიქის (ლათ. Neofelis nebulosa), ირბისი (ლათ. Uncia uncia) და აფრიკული (ბერბერული) ლომის (ლათ. Panthera leo) ხასიათის ზოგიერთი თვისება აქვს და სახლის კატა შეიძლება იყოს იმპულსური, სასტიკი, აგრესიული... ადამიანს მსგავსი თვისებებით, ფსიქიკურად გაუწონასწორებელს, ფსიქოპათს ეძახიან.

image

კატები ბუნებით მონადირეები არიან


image


კატა, თამაშის დროსაც კი, ნადირობის ინსტინქტებით ხელმძღვანელობს. ის სიამოვნებას განიცდის, როდესაც «მსხვერპლს კლავს». კვლევამ, რომელიც ცნობილმა ზოოლოგმა ჯონ ბრედშოუმ ჩაატარა, აჩვენა, რომ კატის მოქმედება, თამაშის დროს, იმაზე არის დამოკიდებული, თუ რამდენად მშიერი არის კატა. მის მოქმედებებზე, ასევე გავლენას ახდენს სათამაშოს ზომაც. კატები განსხვავებულად «ნადირობენ» თაგვის ხელა და ვირთხი სხელა სათამაშოებზე. გარდა ამისა, მეცნიერმა დაადგინა, რომ კატებს ბეწვის სათამაშოები უფრო უყვართ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფაქტურის.



image

კატამ ყოველთვის იცის პატრონი როგორ ხასიათზეა


image


ჯენიფერ ვონკის მიერ, ოკლენდის (ახალი ზელანდია) უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, კატა სხვანაირად იქცევა, როდესაც პატრონი კარგ ხასიათზეა და სულ სხვანაირად, როდესაც ის ხასიათზე არ არის. მაგალითად, როდესაც პატრონი იღიმის, მას შეუძლია კრუტუნი დაიწყოს ან კალთაში ჩაუხტეს. მაგრამ, თუ პატრონი ვინმეს ეკამათება ან მოღუშული არის, კატას მისგან თავი შორს უჭირავს. კატამ ყოველთვის იცის, როდის უნდა გამოხატოს «გულწრფელი» სიყვარული და რამე გემრიელი მიიღოს.


image

საჭმლის გამო, კატას პატრონის «ღალატი» შეუძლია


image


დანიელ მილსის კვლევის თანახმად, სახლის კატა ყოველთვის არ იჩენენ სიახლოვეს და სითბოს საკუთარი პატრონების მიმართ. მეცნიერმა შემდეგი ექსპერიმენტი ჩაატარა: უცხო ოთახში კატა ჯერ საკუთარ პატრონთან ერთად დატოვა, შემდეგ, უცხოსთან ერთად და ბოლოს სრულიად მარტო. კატის რიაქცია სამივე შემთხვევაში, ერთნაირი იყო. ადამიანი თავს უსაფრთხოდ გრძნობს, როდესაც ახლობლების წრეში არის. კატისთვის კი სულერთია, მარტო იქნება, პატრონთან თუ უცხო ადამიანთან ერთად.

კატები ადამიანს ისე უყურებენ, როგორც მნიშვნელოვანი რესურსების წყაროს (საჭმელი, წყალი, უსაფრთხოება და კომფორტი). თუმცა, მათ დამოუკიდებლობასაც აქვს თავისი დადებითი მხარეები: კატა – ცხოვრების საუკეთესო თანამგზავრია მათთვის, ვინც გვიანობამდე მუშაობს ან ხშირად მიდის მივლინებაში.

მაგრამ, არ შეიძლება ყველა კატის «ერთ ქვაბში მოხარშვა». არის შემთხვევები, როდესაც სხვისთვის დროებით მიბარებული ან გაჩუქებული კატა, რამოდენიმე დღის მანძილზე, საჭმელს არა ჭამს. ამას უსაფრთხოების მიზნით აკეთებს, თუ პატრონის მონატრებიის გამო, უცნობია.


image

კატებს საკუთარი იერარქია აქვთ


image


ჩვენ შეჩვეულები ვართ იმ აზრს, რომ სახლის კატები მარტოობის მოყვარული ცხოველები არიან. მაგრამ, ეს ასე არ არის. ამერიკაში, კატების მოყვარულების ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კატები სოციალური ცხოველები არიან. თუ სახში ორზე მეტი კატა არის, ისინი ლომების პრაიდის მსგავ თანასაზოგადოებას აყალიბებენ. ყოველ ასეთ თანასაზოგადოებაში საკუთარი იერარქია არსებობს და ახლად მისულ კატას ძალიან უჭირს მათთან მიერთება. ხშირ შემთხვევაში, კატების ჯგუფიდან მისი განდევნა ხდება.

2
1194
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1194
  
2016, 13 ნოემბერი, 1:11
სახლში სამი კატა მყავს... აი სიმშვიდე კი არა მაქვს!
2016, 13 ივლისი, 14:18
მიყვარს კატები. რა კარგად დაგილაგებია ყველაფერი და სურათებიც კარგად შეგირჩევია :)
0 1 2