x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138414
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რატომ არის კაკაო განსაკუთრებით სასარგებლო 40 წლის შემდეგ (+ რეცეპტი)

image

ეს გემრიელი სასმელი ადამიანს ენერგიით მუხტავს და იცავს შესაძლო ვირუსების და ინფექციებისგან.
ჭიქა კაკაო, დილის საათებში, აუმჯობესებს განწყობას და ზრდის სასიცოცხლო ტონუსს. ის შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც მეხსიერებას აუმჯობესებს და თავის ტვინის მუშაობას ასტიმულირებს. ასევე, არეგულირებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში.
კაკაო აღიარებული ლიდერია სასარგებლო მიკროელემენტების შემცველობის მიხედვით, ხოლო თუთიის შემცველობით, საერთოდ უკონკურენტო არის!

კაკაოს მარცვლები შეიცავს ცილებს (12-15%), ცხიმებს, ნახშირწყლებს (6-10%), В ჯგუფის ვიტამინებს, ცელულოზას და ანტიოქსიდანტებს.


image
უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ კაკაო კიდევ ერთ შენაერთს (კოკოხილს) შეიცავს, რომელიც კანის უჯრედების გამრავლებას და ზრდას უწყობს ხელს. ასევე, მას შეუძლია ჭრილობის შეხორცების დაჩქარება და ნაოჭების წარმოქმნის შეჩერება.
კაკაოში არის კიდევ ერთი ნივთიერება — ეპიკატეხინი, რომლის წყალობით შეიძლება ორგანიზმის დაცვა უამრავი საშიში დაავადებისგან. მაგ., როგორიც არის: სიმსივნე, დიაბეტი, ინფარკტი და ინსულტი.
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ კაკაო უფრო კალორიულია ვიდრე ჩაი და ყავა, ის მაინც არ იწვევს წონაში მატებას.

კაკაოს მიღება რეკომენდირებულია დღის პირველ ნახევარში. მასში შემავალი ბუნებრივი პიგმენტი – მელანინი, შთანთქავს მზის სხივებს, კანს იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან და მზის დამწვრობისგან.


ეს კი რეცეპტი არის, რომელიც კაკაოს სასარგებლო თვისებებს კიდევ უფრო აძლიერებს.


ინგრედიენტები:


რძე – 2 ჭიქა (ვისაც ალერგია აქვს ან არ უყვარს, ნუშის რძის გამოყენება შეუძლია)

კაკაო – 1 ჩ. კ.

დარიჩინი – 1 ჩ. კ.


მიხაკი დაფქული – 1/2 ჩ. კ.

მარილი – 1 მწიკვი


შენიშვნა: დარიჩინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს ანთების პროცესს ორგანიზმში, ხოლო მიხაკს ძლიერი ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი თვისება აქვს.


მომზადება:


I. მოათავსეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი ქვაბში.

II. დაამატეთ რძე და დადგით საშუალო ცეცხლზე, თან ურიეთ, ვიდრე ყველაფერი ერთმანეთს კარგად არ შეერევა (რეკომენდირებულია ხელის სათქვეფის გამოყენება).

III. მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და ხარშეთ 1-2 წთ.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

* მწვანე ჩაის დიეტა (5 დღეში მინუს 4-7 კგ, 10 დღეში – 14-16 კგ. + ორგანიზმის გაწმენდა)

* ყოველთვის ჯანმრთელი რომ იყოთ და ჭარბმა წონამაც არ შეგაწუხოთ...
* მიიღეთ ეს ერთი კვირის მანძილზე და შედეგი განგაცვიფრებთ!
* მხოლოდ 5 პროცედურა და მინუს რამდენიმე სანტიმეტრი!
* დიეტა “კიბე"
* სუპერ დიეტა: ნაწლავების სრული გაწმენდა 1 დღეში. გახდომა და ორგანიზმის გაჯანსაღება – 1 თვეში!
* წონაში დაკლება სუნთქვითი ვარჯიშებით, ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვისა და დიეტის გარეშე

1
4059
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4059
  
2017, 18 ნოემბერი, 10:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1