კინო «წითელპალტოიანი გოგონას» ნამდვილი ისტორია 2021, 3 თებერვალი, 10:15 ისტორიული დრამა – «შინდლერის სია», მსოფლიო კინომატოგრაფიის შედევრების ათეულში შედის და არც თუ ისე, უსაფუძვლოდ. ხოლო, შავ-თეთრ ფილმში, ერთ-ერთი ყველაზე გულისამაჩუყებელი მომენტი წითელპალტოიანი გოგონას გამოჩენაა, რაც ფილმის რეჟისორის სტივენ სპილბერგის გენიალურ მიგნებად ითვლება. მაგრამ, ბევრმა არ იცის, რომ პატარა ტყვეს რეალური პროტოტიპი ჰყავდა... 1994 წელს «ოსკარის» გადაცემის ცერემონიაზე 7-ჯერ გაისმა ერთი და იგივე ფილმის – «შინდლერის სიის» სახელი. ხოლო, სცენაზე ჯილდოს მისაღებად გამოსულმა რეჟისორმა მადლობა ადამიანს გადაუხადა, რომლის გარეშეც მსოფლიო ვერ გაიცნობდა გერმანელ მეწარმეს, რომელმაც ჰოლკოსტის დროს, თითქმის, 1200 ებრაელი გადაარჩინა. ლეოპარდ (პოლდეკ) პფეფერბერგი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ოსკარ შინდლერმა გადაარჩინა და თავის ფაბრიკაში დაასაქმა. ის ომის დამთავრების შემდეგ, საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა და ბევერლი-ჰილზზე ტყავის ნაწარმის მაღაზია გახსნა, რომელსაც არაერთი ცნობილი ადამიანი სტუმრობდა. ხოლო, მისი მეპატრონე, წლების მანძილზე ცდილობდა, რომ მათ შორის ისეთი ვინმე ეპოვა, ვინც «გერმანელი ნოეს» ისტორიას მსოფლიოს გააცნობდა. გარდა ამისა, ვიდრე ოსკარ შინდლერი ცოცხალი იყო, პფეფერბერგმა ისიც სცადა, რომ მისი ინტერვიუ ამერიკული ტელევიზიის ერთ-ერთ არხზე მოეწყო, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ოსკარ შინდლერი და მისი ფაბრიკადა აი, როგორც იქნა, 1980 წელს, მის მაღაზიაში ავსტრალიელი მწერალი თომას კენეალი შევიდა, რომელიც ტყავის ჩანთას ეძებდა. ხოლო, მას შემდეგ, რაც გამყიდველმა შეიტყვო, რომ ის მწერალი იყო, შინდლერის ისტორიის მოყოლა დაიწყო. თომას კენეალმა «აბეზარა მოხუცს» მოუსმინა. მან ის დოკუმენტებიც დაათვალიერა, რომელიც მან წლების მანძილზე მოაგროვა და ჰოლკოსტის შესახებ, ისტორიული რომანის დაწერა გადაწყვიტა. მაგრამ, ამ ნამუშევრის შესაქმნელად, მას ტიტანური სამუშაოს გაწევა დასჭირდა: მწერალი პოლონეთში ჩავიდა, მოძებნა და იმ მოვლენების თვითმხილველებს გაესაუბრა. იგივე გზა გაიარა ცნობილმა რეჟისორმა, რომელმაც რომანის – «შინდლერის კიდობანის» ეკრანიზაცია გადაწყვიტა. სპილბერგი ფილმის გადაღებისთვის, რომელიც მის ცხოვრებაში, ყველაზე რთული უნდა ყოფილიყო, ძალიან დიდ ხანს, თითქმის 10 წლის მანძილზე ემზადებოდა... თომას კენეალი და «შინდლერის კიდობანის» პირველი გამოცემის ყდა
საბედნიეროდ, ნამდვილი «წითელპალტოიანი გოგონა» გადარჩა და მას გასულ წელს, 82 წელი შეუსრულდა. 1943 წლის საშინელი მოვლენების დაწყებამდე, რომელიც ფილმში ძალიან შთამბეჭდავად არის ასახული, რომა ლიგოცკამ დედასთან და ბიძაშვილთან ერთად, რომელსაც რომანი ერქვა, გაქცევა მოახერხა და ომის დასრულებამდე ისინი ერთ-ერთ პოლონურ ოჯახში იმალებოდნენ. ომის შემდგომი წლები, გერმანელების ბანაკის ყოფილი ტყვეებისთვის ადვილი ნამდვილად არ იყო, მაგრამ რომა ლიგოცკამ კრაკოვის სამხატვრო აკადემია დაამთავრა, სადაც ფერწერა და სცენის დიზაინი შეისწავლა. მისმა ბიძაშვილმა კი, საბავშვო ტელეარხზე და თეატრში დაიწყო მუშაობა. ხოლო, დროთა განმავლობაში, მისი სახელი მთელს მსოფლიოში გახდა ცნობილი... რომა ლიგოცკა – პოლონელი მხატვარი და მწერალი
კადრი ფილმიდან «შინდლერის სია», 1993 წ.შესაძლოა, რომა ლიგოცკა კოსტუმების მხატვარი სწორედ ბავშვობაში გადატანილი ტრაგედიის გამო გახდა, ხოლო ფერადი სამოსი მას დღემდე ძალიან უყვარს. 2002 წელს მან რომანი – «გოგონა წითელ პალტოში» გამოაქვეყნა, რომელშიც თავისი ცხოვრების ისტორიას ყვება. 1161 8-ს მოსწონს
|