ფოტოგრაფია «ნაცისტური გერმანია ფერებში» — ფოტოები, რომელიც 10 წელის მანძილზე მიწაში იყო ჩამარხული 2020, 21 აგვისტო, 9:00 ეს ფერადი სურათები ჰიუგო იეგერის, ადოლფ ჰიტლერის პირადი ფოტოგრაფის გადაღებულია. მან ჰიტლერთან ერთად მანამდე დაიწყო მოგზაურობა, ვიდრე ის ნაცისტური გერმანიის ლიდერი გახდებოდა და მას II მსოფლიო ომის პერიოდშიც იღებდა. ჰიუგო იეგერი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ფერადი ფოტოების გადაღება დაიწყო. 1945 წელს, როდესაც ომი დასასრულისკენ მიდიოდა, მან თავისი სურათები ტყავის ჩემოდანში დამალა. ხოლო, ჩხრეკის დროს, ამერიკელმა ჯარისკაცებმა ვერ იპოვეს. მოგვიანებით, ფოტოგრაფმა თავისი არქივი 12 მინის ქილაში მოათავსა და მიუნხენის მახლობლად, მიწაში ჩამარხა. 10 წლის შემდეგ, ის ისევ მივიდა იმ ადგილზე, ქილებიდან სურათები ამოიღო და ბანკის სეიფში შეინახა. 1965 წელს, მან ყველა ფოტო ჟურნალ LIFE-ს მიჰყიდა. ჰიუგო იეგერის ფოტო-არქივი ნამდვილად რომ უნიკალურია, რადგა ფოტოებზე მთელი ისტორიული ეპოქის ნახვა შეიძლება, თანაც ფერებში. ხოლო აქ, ფოტოების მხოლოდ ნაწილს წარმოგიდგენთ, რომელიც ძირითადად ჰიტლერს და ნაციონალ-სოციალისტების ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდს უკავშირდება. ჰიტლერი «კონდორის» ლეგიონის ჯარისკაცებს ესალმება, 1939 წ. ადოლფ ჰიტლერი რაიხსტაგის სესიაზე «კროლოპერაში», ბერლინი, 1939 წ. ჰიტლერი და გებელსი შარლოტენბურგის თეატრის ლოჟაში, ბერლინი, 1939 წ. ნიურნბერგი, გერმანია, 1937 წ. ჰიტლერის გამოსვლა ლუსტგარტენში, ბერლინი, 1938 წ. ჰიტლერის 50 წლისთავთან დაკავშირებით გამართული სამხედრო აღლუმი ბრბო მიესალმება და მხარს უჭერს ჰიტლერის, გერმანია–ავსტრიის გაერთიანების კამპანიას, 1938 წ. ნიურნბერგი, 1938 წ. გერმანელ გოგონათა კავშირის წევრები სტადიონზე ცეკვავენ, ნიურნბერგი, 1938 წ. პროპაგანდის მინისტრი იოზეფ გებელსი, ბერლინი, 1938 წ. რაიხის ვეტერანთა დღე, 1939 წ. ადოლფ ჰიტლერი, მისით აღფრთოვანებული ავსტრიელი ქალბატონების და გოგონების გარემოცვაში, 1939 წ. გერმანელი ჯარისკაცი დახმარებას უწევს დაჭრილ თანამებრძოლს. აღმოსავლეთის ფრონტი. ჰიტლერი, გერმანელების მიერ პოლონეთის დაპყრობასთან დაკავშირებით გამართულ, სამხედრო აღლუმს იღებს, ვარშავა, 1939 წ. ჰიტლერი ობერზალცბურგის რეზიდენციაში სტუმრებთან ერთად. მისგან მარჯვნივ პროფესორი მორელია (Morrel), მარცხნივ – ალ. ფორსტერის (Forster) მეუღლე ჰერტრუდა დეტცი (Gertrud Deetz) ნაცისტები შობას ზეიმობენ, მიუნხენი, 1941 წ. პოლონელი ებრაელები გეტოში, კუტნო (Kutno) გერმანელი მოტოციკლეტისტი ბულგარელ ბავშვებთან ერთად პოზირებს, 1941 წ. ჰიტლერის სამუშაო კაბინეტი და მისაღები ოთახი* ისტორიული ფოტოსურათების ახალი სიცოცხლე – 35 გაფერადებული ფოტო 1505 8-ს მოსწონს
|