ამერიკელმა გაზეეთის გამომცემელმა არტურ ბრისტეინმა 1911 წელს აღნიშნა, რომ «არსებობს ფოტოსურათები, რომლებსაც 1 000 სიტყვის ჩანაცვლება შეუძლია»... ეს ფოტოები, თავის დროზე, სტატიების და ახალი ამბების საილუსტრაციოდ იყო გადაღებული, თუმცა დღეს, ჩვენი წარსულის ფასდაუდებელი დოკუმენტებია, რომლებიც ისტორიული ტექსტების გაგებაში და მათი კონტექსტის გაცნობიერებაში გვეხმარება.
ეჭვგარეშეა, რომ უმრავლესობას აქ წარმოდგენილი ფოტოსურათების შავ-თეთრი ორიგინალები უკვე ნანახი აქვს. მაგრამ, ენთუზიასტმა ფოტომხატვრებმა მათი გაფერადება გადაწყვიტეს და ახლებურად წარმოგვიდგინეს.
შესაძლებელია, ვინმემ თქვას, რომ უმჯობესი იყო შავ-თეთრი ყოფილიყო და რომ ფერი, შავ–თეთრი ფოტოების მაგიას ვერ ჩაანაცვლებს. მაგრამ, გაფერადებულ სურათებზე, თუნდაც იმის დანახვა შეგვიძლია, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ადამიანები ცოცხლად.
პრეზიდენტი ლინკოლნი და გენერალი მაკკლელანი, 1862 წ.
აბრაამ ლინკოლნი
სიკვდილის მოსავალი (The Harvest of Death), 1863 წ. – ყველაზე სისხლიანი ბრძოლა ამერიკის სამოქალაქო ომის ისტორიაში
ხედი კაპიტოლიუმიდან ნეშვილში, 1864 წ.
მატა ჰარი, 1910 წ.
გაზეთების გამყიდველი ბიჭი ინფორმაციას ავრცელებს «ტიტანიკის» ჩაძირვის შესახებ, 1912 წ. 16 აპრილი
მარკ ტვენი
ჰენრი ფორდი, 1919 წ.
ჩარლი ჩაპლინი და ჰელენ კელერი, 1919 წ.
მის ამერიკა, 1924 წ.
იოსებ ჯუღაშვილი
ფრიტიოფ ნანსენი – ნორვეგიელი პოლარული მკვლევარი, მეცნიერი
Migrant Mother, 1936 - ფლორენს ტომპსონი, დედა 7 მშიერი შვილით
The American Way – ფოტო ჟურნალიდან LIFE, 1937 წ.
უინსტონ ჩერჩილი
ალბერტ აინშტაინი
მაღაზია, 1939 წ.
თავდასხმა პერლ ჰარბორნზე, 1941 წ. 7 დეკემბერი
საპროპაგანდო პლაკატების ტირაჟირება, ნიუ–იორკი, 1942 წ.
გამანადგურებლის შეჯახება ავიამზიდთან, 1943 წ.
ადოლფ ჰიტლერი და იოზეფ გებელსი, 1943 წ.
ანა ფრანკი, 1942 წ. ის და მისი და ბერგენ–ბელზენის (Bergen-Belsen, ქვემო საქსონია) საკონცენტრაციო ბანაკში 1945 წლის მარტში დაიღუპნენ, ბანაკის გათავისუფლებამდე, ერთი თვით ადრე.
მეზღვაურის და მედდის კოცნა, II მსოფლიო ომის დასრულებასთან დაკავშირებით, ტაიმზ-სკვერი, 1945 წ.
სააღდგომო კვერცხები ჰიტლერისთვის, 1944-1945 წწ.
ობოლო ლონდონში, 1945 წ.
ოპერაცია «გზაჯვარედინი» (Operation Crossroads) – ატომური ბომბის სატესტო გამოცდა, ბიკინის ატოლი, 1946 წ. 25 ივლისი
ტაიმზ-სკვერი, 1947 წ.
ოდრი ჰეპბერნი, 50-იანი წლენის შუა პერიოდი
ანიტა მარიანე ეკბერგი
დოროთი კაუნტსი, 1957 წ. ის 4-დან ერთ-ერთი პირველი აფროამერიკელი იყო, ვინც თეთრკანიანელთა კოლეჯში ჩააბარა. 4 დღის შემდეგ, მუდმივი დამცირების და მუქარის გამო, იძულებული გახდა სწავლა მიეტოვებინა.
მერლინ მონრო
სოფი ლორენი და ჯეინ მენსფილდი, 60-იანი წლები
ლუი ამსტრონგი, 1961 წ.
ჯგუფი Beatles, 1962 წ.
ოდრი ჰეპბერნი
ბუდისტი ბერი კუან დუკი, რომელმაც იმის გამო, რომ სამხ. ვიეტნამიის ხელისუფლება ბუდისტებს დევნიდა, პროტესტის ნიშნად, საიგონის ქუჩაში თავი დაიწვა, 1963 წ.
უცნობი ამერიკელი ჯარისკაცი, ვიეტნამი, 1965 წ.