x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
შოკისმომგვრელი ფილმები, რეალური ისტორიების შესახებ

კინოინდუსტრია გასართობად გამოიგონეს და მაშინაც კი, თუ დრამას ან ტრაგედიას ვუყურებთ, — ესეც თავისებური გართობა არის, რადგან ვიცით, რომ ეს სიტუაცია ჩვენს ცხოვრებაში არ არის და არასოდეს მოხდება. ხოლო, რეალობის გადმოსაცემად, დოკუმენტური კინო არსებობს. თუმცა, არსებობს ისეთი ფილმებიც, რომლებშიც ნამდვილი ამბების ქრონიკებია გადმოცემული და ყურების დროს, იმის გამო ვიძაბებით, რომ ასეთი რამ, შეიძლება ჩვენს სიახლოვესაც მოხდეს. მაგ., ბანკში შევიდეთ და რომელიმე კრიმინალის მძევლად ვიქცეთ...


«უოლ-სტრიტის მგელი» (The Wolf of Wall Street), 2013


image


ეს ფილმი უკვე ბევრს აქვს ნანახი. საფონდო ბირჟაზე განხორციელებული თაღლითური სქემის გამო, ფილმის მთავარი გმირი ჯორდან ბელფორდი, 22 თვე, რეალურად იჯდა ციხეში. თუმცა, ამ გზით გამომუშავებული თანხის დიდი ნაწილი მან მაინც შეინარჩუმა და 2007 წელს მემუარები გამოაქვეყნა, რომელიც ფილმის სცენარს დაედო საფუძვლად. ხოლო, ლეონარდო დიკაპრიომ საუკეთესოდ გაართვა თავი მთავარ როლს და კინაღამ ოსკარიც მიიღო.


«საზოგადოების მტრები» (Public Enemies), 2009


image


2004 წელს ბრაიან ბეროუს წიგნი «საზოგადოების მტრები: ყველაზე დიდი დანაშაულის ტალღა ამერიკაში და FBI დაბადება, 1933-34» გამოქვეყნდა, რომელშიც ერთ-ერთი ცნობადი სახე – კრიმინალი ჯონ დილინჯერი იყო. ის, დანაშაურებლივ სამყაროში, თითქმის კერპად იქცა. თვითონ ფილმს, წიგნთან ცოტა რამ აქვს საერთო, მაგრამ მასში, ხსენებული კრიმინალის ბიოგრაფია ზუსტად არის გადმოცემული.



«‎ღმერთების ქალაქი» (City of God), 2002


image


ფილმში მოთხრობილია ფოტოგრაფის უილსონ როდრიგესის ცხოვრების შესახებ. ხოლო, მოქმედება რიო-დე-ჟანეიროში 1960 - 1980 წლებში ხდება. უილსონი ქალაქში კრიმინალის საშინელ ზრდას აკვირდებოდა და ყველაფერს ფოტოკამერით იღებდა. ფაქტიურად, მან, ერთ-ერთი დანაშაულებრივი დაჯგუფების ქმედების ქრონოლოგია შექმნა, რომელიც აღნიშნული პერიოდის მანძილზე, ქალაქში ნარკოტიკებით ვაჭრობდა, ხალხს ძარცვავდა და კლავდა.


«ბონი და კლაიდი» (Bonnie and Clyde), 1967


image


ეს ბონი პარკერის და კლაიდ ბაროუს საკულტო ისტორიაზე დაფუძნებული კიდევ ერთი ფილმია... და რატომღაც, ყველა ფილმაბში, ამ წყვილის შესახებ, ისინი როგორც კრიმინალური სამყაროს რომეო და ჯულიეტად არიან წარმოჩენილები, რომელებსაც მთელი საზოგადოება უპირისპირდება. რეალურად კი, ისინი უსაქმურები იყვნენ, რომლებმაც კრიმინალის გზა აირჩიეს, 9 პოლიციელი და ბევრი უდანაშაულო ადამიანი მოკლეს.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. ყველაზე საინტერესო ფაქტები ძველი რომის შესახებ
2. საინტერესო ფაქტები ჩინეთის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობის შესახებ
3. საინტერესო ფაქტები ცხოველთა სამყაროდან

4. ყველაზე გულისამაჩუყებელი ისტორია კატაზე

5. პასუხები კითხვებზე, რომელიც თითქმის ყველას აინტერესებს

6. ჰოლივუდის ყველაზე კეთილი მსახიობი

0
406
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
406
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0