x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მეცნიერებმა დაასახელეს პროდუქტები, რომლებიც სიბერის პროცესს ანელებს
image

მეცნიერთა ჯგუფმა ერლანგენის უნივერსიტეტიდან(ნიუნბერგი) დაადგინა, რომ თითბრის და ჰიდროქინონის შერწყმა, რომელიც გვხდება ყავაში, ჩაიში, შოკოლადსა და ღვინოში სიბერის პროცესს ანელებს. კვლევის შედეგები Phys.org-ზე გამოქვეყნდა.


აღმოჩნდა, რომ თითბერი ააქტიურებს ჰიდროქინონის ჯგუფებს, თავის მხრივ, ისინი ბუნებრივად აფერხებენ ჟანგვის პროცესს, რომელიც სუნთქვის დროს წარმოიქმნება ადამიანის უჯრედში.


თითბერი ჰიდროქინონთან ერთად ქმნის კომპლექსს, რომელიც სუპეროქსიდისმუტაზას ფერმენტის იმიტირებას ახდენს, რომელიც დაჟანგვისგან გამოწვეული დეგენერაციული პროცესებისგან იცავს.


შედეგად, სუპეროქსიდის მეტაბოლიზმს შეუძლია შეანელოს ორგანიზმის დაზიანება და თავისთავად შეანელოს დაბერების პროცესი.


შარშან სინგაპურის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს დასკვნა, რის მიხედვითაც გამაახალგაზრდავებელი პრეპარატი, რაპამიცინი, რომელიც გამოიყენება როგორც იმუნოდეპრესანტი ტრანსპლანტაციის(ორგანოს გადანერგვის) დროს, ორჯერ უფრო ეფექტური გახდება თუ შევქმნით "კოქტეილს", რომელშიც გაზავებული იქნება ბეტა-ბლოკატორები, მეტაფორმინი და ალანტონინი. მეცნიერების დასკვნით, კანის უჯრედები და ქსოვილები ორჯერ უფრო სწრაფად იწყებს აღდგენას, ვიდრე აქამდე არსებული პრეპარატები.



გენეტიკოსების და ბიოლოგების მტკიცებით, ეს პრეპარატი საშუალებას მისცემს ადამიანებს, მნიშვნელოვნად გაზარდონ სიცოცხლის ხანგრძლივობა.


ასევე დაგაინტერესებთ

image

0
519
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
519
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0