სიახლეები გრიპის განკურნება 1 აბით - ამერიკელებმა ახალი პრეპარატი დაამზადეს 2018, 26 ოქტომბერი, 19:10
უკვე ამის შემდეგ შესაძლებელია სეზონური ვირუსი მოიშოროთ ბევრად უფრო იოლად, იაფად და რაც მთავარია, სწრაფად.
ამერიკის პროდუქტების და წამლების კონტროლის სამმართველომ(FDA) პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში დაამტკიცა ახალი, ეფექტური, ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი "ქსოფლუზა"(Xofluza). წამალს ახალი, სრულიად განსხვავებული მოქმედების მექანიზმი გააჩნია, სრულიად არ საჭიროებს მკურნალობის კურსის ჩატარებას, საკმარისია ერთი აბის მიღება და დიდხანს ლოდინი არ დაგჭირდებათ. თუმცა ამ ახალი პრეპარატით მთლად სასწაულს ნუ ელით, პრეპარატი დაახლოებით 33-35 საათით ამცირებს ანტივირუსულ თერაპიას და ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე აქამდე ცნობილი ანტივირუსული წამლები. Xofluza უფრო სწრაფად ბლოკავს ვირუსულ რეპლიკაციას, რითაც არ აძლევს ვირუსს გამრავლების საშუალებას და შესაძლებელს ხდის "გადაიტვირთოს" იმუნური სიტემა და მოახდინოს მობილიზება გრიპის წინააღმდეგ. 375 3-ს მოსწონს
|