ფრიქსე (Phrixus - ბერძ. 1. შიში, ზარი, 2. ყალყზე მდგარი, 3. თრთოლა, თროლავი; ზღვის ფრთონვა, ატალღებული ზღვა. ჰომ. ანთ.) - შიშისა და ელდის ღმერთი. ანთ.; ორქომენის მეფის ათამანტისა (Athamas) და ღრუბელთა ქალღმერთის, ნეფელეს (Nephele) ვაჟი, ჰელეს (Helle) ძმა. როცა ათამანტმა მოკვდავი ინო შეირთო, ნეფელე გაუჩინარდა, მაგრამ შვილები არ დავიწყებია. ინომ კი, ცხადია, გერები თავიდანვე შეიძულა ...
|
|