x
image
თორ ნიკე
დღემდე აღმოჩენილთა შორის უძველესი მზის საათი ეგვიპტეში იპოვეს

უძველესი მზის საათი აღმოჩენილია ძვ.წ. XVI საუკუნის ეგვიპტის მიწაზე


ეგვიპტეში 2013 წელს მეფეთა ველზე, ერთ-ერთ სამარხთან მსოფლიოში დღემდე აღმოჩენილთა შორის უძველესი მზის ეგვიპტური საათი აღმოაჩინეს. ის მე-19 დინასტიის პერიოდს ანუ ძვ.წ. მე-13 საუკუნეს განეკუთვნება.

მზის საათს მკვლევარებმა მეფეთა ველზე ეგვიპტის ახალი სამეფოს (ძვ.წ. 1550-1070 წწ.) პერიოდის სამარხების ტერიტორიაზე მიაკვლიეს.


"ამ აღმოჩენის მნიშვნელობა დიდია, რადგან ის თითქმის ათასი წლით ძველია, ვიდრე აქამდე არსებული წარმოდგენა, თუ როდის დაიწყეს მზის საათის გამოყენება.", - ამბობს შვეიცარიის ბაზელის უნივერსიტეტის მკვლევარი სიუზენ ბიქელი.



მანამდე მსოფლიოში ყველაზე ძველი მზის საათები (ძვ.წ. 332 - ახ.წ. 395 წწ.) ბერძნულ-რომაულ პერიოდს განეკუთვნებოდა.

მეფეთა ველზე მიკვლეული მზის საათი კირქვის გლუვი ნაჭრისგან არის დამზადებული, რომელზეც 12 ნაწილად დაყოფილი შავი ნახევარწრე მიმართულია ზევით. ყოველი ნაწილი კი შუაში, ერთ წერტილში იყრის თავს. მათ შორის დაშორება 15%-იანი კუთხეა. მეცნიერთა აზრით, ეს ხელს უწყობდა დროის უფრო ზუსტად განსაზღვრას.


სიუზენ ბიკელი და მისი კოლეგები ამ სფეროში 2008 წლიდან მუშაობენ და როგორც სიუზენი ამბობს, კვლევათა გაგრძელებას კიდევ რამდენიმე წელიწადის განმავლობაში აპირებენ.



განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
142
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0