x
image
თორ ნიკე
რამდენი გალაქტიკაა დაკვირვებად სამყაროში?
რამდენი გალაქტიკაა დაკვირვებად სამყაროში?


ჩვენი დაკვირვებადი სამყარო, რომელიც 46.1 მილიარდი სინათლის წლის რადიუსით ვრცელდება ჩვენგან ყველა მიმართულებით, შეიცავს გალაქტიკების ფანტასტიკურად დიდ რაოდენობას. ადრე საიდუმლოდ რჩებოდა მათი რიცხვი. თავიდან ეგონათ, რომ მათი რაოდენობა ათასობით იყო, შემდეგ მილიონობით განისაზღვრა მათი რიცხვი. ტექნოლოგიების გაუმჯობესების შემდეგ გავიგეთ, რომ ჩვენს დაკვირვებად სამყაროში მინიმუმ 170 მილიარდი გალაქტიკაა.

იდეალურ სამყაროში ჩვენ უბრალოდ დავითვლიდით ყველა მათგანს, შევაგროვებდით გამოსხივებულ ყველა ფოტონს და აღმოვაჩენდით ყველა ობიექტს. საუკეთესო ტექნოლოგიით და რესურსების უდიდესი რაოდენობით ჩვენ უბრალოდ გავზომავდით ყველაფერს სამყაროში და აბსოლუტურად დაზუსტებით გავიგებდით ყველა ობიექტის ზუსტ რაოდენობას.


რამდენი გალაქტიკაა დაკვირვებად სამყაროში?



მაგრამ პრაქტიკაში ასე არ მუშაობს. ჩვენი ტელესკოპები შეზღუდულია ზომით, რაც თავის მხრივ, ზღუდავს იმას, თუ რამდენი ფოტონის შეგროვება და რეზოლუციის მიღწევას შეძლებს. სამყაროს ნაწილი დაბნელებულია შუალედური მატერიით და რაც უფრო შორსაა ობიექტი, მით უფრო სუსტად ჩანს. ბევრი გალაქტიკა იმდენად შორსაა, რომ საუკუნის განმავლობაში დაკვირვებაც კი ვერ გამოავლენს მათ.

ასე რომ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ სამყაროს ჩვენთვის ნათელი ნაწილი შევისწავლოთ. რაც უფრო დიდხანს ვუყურებთ ცის ერთ ნაწილს, მით უფრო მეტ სინათლეს ვაგროვებთ და მეტ ინფორმაციას მოვიპოვებთ. კაცობრიობამ ეს პირველად გააკეთა 1990-იანი წლების შუა ხანებში ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით. ის მივმართეთ ცის იმ ნაწილზე, სადაც იქამდე ვიცოდით, რომ არაფერი იყო და დაველოდეთ, იქნებ გამოევლინა ის, რასაც იქამდე ვერ ვხედავდით. მეცნიერები იმედოვნებდნენ, რომ გაიგებდნენ როგორ გამოიყურებოდა სინამდვილეში ულტრა-შორეული სამყარო. და როდესაც ეს პირველი სურათი საბოლოოდ დამუშავდა, მივიღეთ ინფორმაცია, რომელიც არ ჰგავდა რაიმე სხვას, რაც იქამდე გვქონდა.


რამდენი გალაქტიკაა დაკვირვებად სამყაროში?


ყველგან, სადაც კი გავიხედეთ, ყველა მიმართულებით გალაქტიკები იყო. არა მხოლოდ რამდენიმე, არამედ ათასობით მათგანი. აღმოჩნდა, რომ სამყარო არ იყო ცარიელი და არ იყო ბნელი. თუმცა მათი ზომები, სიშორე და დაკვირვების დრო გვზღუდავდა ჩვენ. ისინი შეიძლებოდა დანახულიყო მხოლოდ გარკვეული სიკაშკაშის ზღურბლზე. და პატარა, დაბალი მასის გალაქტიკები, მაგალითად როგორიცაა Segue 3, ძალიან მკრთალად ჩანან და ურთულესია დასაფიქსირებლად.

შემდეგ Hubble eXtreme Deep Field (XDF)-ით მეცნიერებმა მოახერხეს ულტრაიისფერი, ოპტიკური და ინფრაწითელი მონაცემების კომპოზიტური სურათის შექმნა. ცის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილზე დაკვირვება (იმდენად მცირეზე, რომ მთელი ცის ყველა მიმართულებით მოცვას დასჭირდებოდა 32 მილიონჯერ უფრო ფართო დაკვირვების წარმოება) წარმოებდა 23 დღის განმავლობაში და გამოვლინდა სულ 5500 გალაქტიკა. ეს წარმოადგენდა გალაქტიკების უდიდეს სიმკვრივეს, რაც მაშინდელი პერიოდისთვის ოდესმე გვქონდა დაფიქსირებული სივრცეში ვიწრო, ფანქრის მსგავსი სხივით.


რამდენი გალაქტიკაა დაკვირვებად სამყაროში?


ამიტომ იმისთვის, რომ მიეღოთ დაახლოებითი რიცხვი თუ რამდენი გალაქტიკა იქნებოდა თუ ასეთივე სხივს მიმართავდნენ მთელ ცაზე, ეს მიღებული მონაცემი (5500 გალაქტიკა) გაამრავლეს 32 მილიონზე და მიიღეს 176 მილიარდ გალაქტიკამდე. მაგრამ ეს არ არის კარგი შეფასება. ეს არის ქვედა ზღვარი. ამ შეფასებით არსად ჩანს სუსტი გამოსხივების და პატარა გალაქტიკები. ასევე არ ჩანან ნეიტრალური აირითა და კოსმოსური მტვრის მიერ დაფარული გალაქტიკები და არც ისინი, რომლებიც მდებარეობს ჰაბლის წითელცვლის შესაძლებლობებს მიღმა. როგორც ეს გალაქტიკები არსებობენ ჰაბლის ხედვის დაფარვის ზონაში, ისინი ასეთივე სიხშირით უნდა არსებობდნენ მისი ხედვის მიღმა არსებულ შორეულ სამყაროშიც.


მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი შემადგენელი ნაწილები, რომელიც გვჭირდება ჭეშმარიტი შეფასების გასაკეთებლად, არის ის თუ ზუსტად როგორ ყალიბდება სტრუქტურა სამყაროში. თუ ჩვენ შეგვიძლია გავუშვათ სიმულაცია, რომელიც მოიცავს:

ინგრედიენტებს, რომლებიც ქმნის სამყაროს,

სწორ საწყის პირობებს, რომლებიც ასახავს ჩვენს რეალობას,

და ფიზიკის სწორ კანონებს, რომლებიც აღწერს ბუნებას.


რამდენი გალაქტიკაა დაკვირვებად სამყაროში?


გასაკვირია, მაგრამ ადრეულ სამყაროში უფრო მეტი გალაქტიკა შეიძლება ყოფილიყო, ვიდრე დღესაა, მაგრამ ისინი ბევრად უფრო პატარები იყვნენ, ვიდრე დღევანდელი გალაქტიკები და უერთდებოდნენ უფრო დიდ, სპირალურ და ელიფსურ გალაქტიკებთან, რომლებიც დღევანდელ სამყაროში დომინირებენ. სიმულაციები, რომლებიც საუკეთესოდ ემთხვევა რეალობას, შეიცავს ბნელ მატერიას, ბნელ ენერგიას და მცირე ფლუქტუაციებს, რომლებიც შემდგომში ყალიბდება ვარსკვლავებად, გალაქტიკებად და გალაქტიკათა გროვებად.


ყველაზე გასაოცარია, რომ როდესაც ვუყურებთ სიმულაციებს, რომლებიც საუკეთესოდ ემთხვევა ჩვენი სამყაროს დაკვირვებულ, რეალურ მონაცემებს, შეგვიძლია გამოვყოთ ყველაზე მოწინავე გაგების საფუძველზე, რომელი სტრუქტურული გროვა უნდა უტოლდებოდეს გალაქტიკას ჩვენს სამყაროში.


როდესაც ჩვენ ზუსტად ამას ვაკეთებთ, ვიღებთ რიცხვს, რომელიც არ არის ქვედა ზღვარი, არამედ არის ჩვენს დაკვირვებად სამყაროში შემავალი გალაქტიკების რეალური რაოდენობის შეფასება. გაინტერესებთ გასაოცარი პასუხი? დღევანდელი მდგომარეობით ჩვენს დაკვირვებად სამყაროში არსებობს 2 ტრილიონი გალაქტიკა.


რამდენი გალაქტიკაა დაკვირვებად სამყაროში?


ეს რიცხვი საოცრად განსხვავდება ქვედა ლიმიტის, მინიმალური შეფასებისგან, რომელიც ექსტრემალური ღრმა ველის ჰაბლის სურათიდან. 2 ტრილიონი - 176 მილიარდის წინააღმდეგ ნიშნავს, რომ ჩვენი დაკვირვებადი სამყაროს გალაქტიკების 90%-ზე მეტი კაცობრიობის უდიდესი ობსერვატორიის აღმოჩენის შესაძლებლობებს სცილდება.

დროთა განმავლობაში გალაქტიკები ერთიანდებოდნენ და იზრდებოდნენ ზომით და მასით, თუმცა პატარა, მკრთალი გალაქტიკები დღემდე უამრავი არსებობს. ჩვენს ადგილობრივ ჯგუფშიც კი აღმოვაჩენთ ხოლმე ჯუჯა გალაქტიკებს, რომლებიც შეიცავს სულ რაღაც ათასობით ვარსკვლავს. პირველად ადამიანის ისტორიაში, ჩვენ 21-ე საუკუნეში პირველად შეგვიძლია შევაფასოთ თუ რამდენი გალაქტიკა არსებობს დაკრივებად სამყაროში. შემდეგი ნაბიჯი კოსმოსის შესწავლაში არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი მათგანი ვიპოვოთ და დავახასიათოთ, განვსაზღვროთ მათი მახასიათებლები და რაც შეიძლება ზუსტად შევისწავლოთ თითოეული.


წყარო: How many Galaxies are there all throughout the Universe? - by Ethan Siegel - Big Think;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი

14. ჰომოს გვარი

15. არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
143
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0