x
image
თორ ნიკე
Mediator image
წინამორბედი ადამიანი - ჰომო ანტესესორი
წინამორბედი ადამიანი - ჰომო ანტესესორი


წინამორბედი ადამიანი / ჰომო ანტესესორი (Homo antecessor) არის ადამიანის უძველესი სახეობა თუ ქვესახეობა, რომელიც ოდესმე აღმოჩენილა დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ტერიტორიაზე. აღმოჩენა პირველად გაკეთდა 1994-1996 წლებში და დადგინდა, რომ ისინი ცხოვრობდნენ ევროპაში 1.2 მილიონი - 800, 000 წლის წინანდელ პერიოდში. აღმოჩენა მოხდა ესპანეთში, ატაპუერკაში, გრან დოლინაში. აღმოაჩინეს 80-ზე მეტი ნამარხი ნაშთები, რომელიც ეკუთვნოდა ყველაზე ცოტა, 6 ინდივიდს. აღმონაჩენებს შორის იყო ჩონჩხის და კრანიალური ნაშთები, რომლებიც სულ ცოტა 780, 000 წლით დათარიღდა. მახასიათებლების უნიკალური კომბინაციის გამო აღმომჩენებს სჯეროდათ, რომ მათ აღმოაჩინეს ადამიანის ახალი სახეობა და 1997 წელს ჯ.ლ. არსუაგას მიერ ამ ადამიანებს ეწოდა ჰომო ანტესესორი, რაც ლათინურად ითარგმნება, როგორც "წინამორბედი", "აღმომჩენი", "პიონერი" ან "ადრე დასახლებული".

ამ აღმოჩენას მოჰყვა მეორე არქეოლოგიური აღმოჩენაც, რომელიც უკვე 2007-2008 წლებში გაკეთდა ისევ ესპანეთში, ატაპუერკაში, ამჯერად სიმა დელ ელეფანტეში. ნაშთები დათარიღდა 1.2 მილიონი წლით. ადამიანის ნამარხები მოიცავდა იზოლირებულ მოლარს და ყბის ძვალს წინა კბილებით (ATE9-1). მოლარი ეკუთვნოდა 20-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანს. სხვა ნაშთებს შორის იყო ქვის ნატეხები და დახოცილ ცხოველთა ძვლები.

ამ სახეობის ტიპის ნიმუშია ATD 6-69 (ჰომინიდი 3), რომელიც არის გრან დოლინაში ნაპოვნი 10 წლის არასრულწლოვანის თავის ქალა. ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, რომ არასრულწლოვანთა, როგორც ტიპის ეგზემპლარად ყოლა პრობლემაა, ვინაიდან ზოგიერთი მახასიათებელი შესაძლოა უბრალოდ არასრულწლოვნობის ნიშან-თვისებები, რომელიც იკარგება ამ სახეობის ზრდასრულებში. თუმცა ადამიანის სხვა სახეობების არასრულწლოვნებთან შედარება აჩვენებს, რომ ეს ნიშან-თვისებები, რაც "ჰომინიდ 3"-ს აღენიშნება, უნიკალურია და სხვებისგან განსხვავებული.



წინამორბედი ადამიანი - ჰომო ანტესესორი


მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჰომო ანტესესორი არის ჰაიდელბერგელი ადამიანის ადრეული ფორმა, თუმცა მისი აღმომჩენები აცხადებენ, რომ ის უფრო მეტ თვისებას იზიარებს ანატომიურად თანამედროვე ადამიანთან (ჰომო საპიენსთან), ვიდრე ჰაიდელბერგელ ადამიანებთან და ამიტომ წინამორბედ ადამიანს მიიჩნევენ საპიენსებისა და ნეანდერტალელების ბოლო საერთო წინაპრად. ზოგიერთი სტომატოლოგიური და კრანიალური მახასიათებელი მკვლევარებს აძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ჰომო ანტესესორი ჰომო ერგასტერის შთამომავალი უნდა იყოს. ამ ჰიპოთეზის თანახმად, მოვლენები ამგვარად უნდა განვითარებულიყო: ერგასტერმა წარმოშვა ანტესესორი აფრიკის ტერიტორიაზე, ხოლო დაახლოებით 1.2 მილიონი წლის წინ ანტესესორი გადმოვიდა აფრიკიდან ევრაზიაში და ახლო აღმოსავლეთის გავლით გავრცელდა ევროპაში, მათ შორის გრან დოლინაში და სიმა დელ ელეფანტეში. ევროპაში ანტესესორი ჩამოყალიბდა ჰაიდელბერგელად, რომლებიც თავის მხრივ გახდნენ ნეანდერტალელების წინაპრები. აფრიკაში დარჩენილი ჰომო ანტესესორი კი ჩამოყალიბდა ჰომო საპიენსად.


წინამორბედი ადამიანი - ჰომო ანტესესორი


წინამორბედ ადამიანს, იგივე ჰომო ანტესესორს გააჩნია თავის ქალას, კბილების და ქვედა ყბის თავისებურებების უნიკალური კომბინაცია, როგორი კომბინაციაც არ აღინიშნება ადამიანთა წარსულში არსებულ სახეობებში თუ ქვესახეობებში. ანტესესორს არ ჰქონდა რაიმე ყველასგან განსხვავებული თვისება, არამედ უბრალოდ მისი ანატომიური თავისებურებები ერთობლივად არ არსებობდა დანარჩენ ჰომოებში, ვინაიდან ანტესესორს ახასიათებდა თანამედროვე და არქაული ნიშანთვისებების ნაზავი. მისი ტვინის ზომა დაახლოებით 1000 კუბური სანტიმეტრი იყო მაშინ, როცა თანამედროვე ადამიანის ტვინის ზომა საშუალოდ 1350 კუბური სანტიმეტრია. მისი სხეული თანამედროვე ადამიანებისას ჰგავდა, მაგრამ უფრო ძლიერი. ანტესესორი მამაკაცი საშუალოდ 160-180 სმ-ს აღწევდა სიმაღლეში. მისი თანამედროვე ნიშან-თვისებები მოიცავს თანამედროვე გარეგნობის შუა სახეს, ზედა ყბის ეშვის ორმო (ძაღლის ფოსას) ჩაღრმავებული ლოყის ძვლით და ამოწეული, ანუ გამოკვეთილი ცხვირით.


წინამორბედი ადამიანი - ჰომო ანტესესორი


რაც შეეხება არქაულ ნიშან-თვისებებს, ესენი იყო: დაბალი შუბლი, გამოკვეთილი ორმაგი წარბზედა რკალი, ჩინელი ჰომო ერექტუსის და ნეანდერტალელის მსგავსი. გამოწეული კეფის ძვალი თავის ქალას უკანა ნაწილში, ასევე კბილები და ყბები.

მას ჰქონდა მტკიცე კბილები, პრემოლარები მრავალი ფესვით, ნიჩბის ფორმის საჭრელები ზედა ყბაში, წაკვეთილი ნიკაპი, ქვედა ყბა უფრო თხელია ვიდრე ერგასტერის და ჰაბილისის. პოსტკანინის კბილები უფრო მცირეა, ვიდრე ჰაბილისის, ერექტუსის და ჰაიდელბერგელის.


წინამორბედი ადამიანი - ჰომო ანტესესორი


გრან დოლინაში გათხრების შედეგად აღმოჩნდა ქვის 200 იარაღი და ცხოველთა დაახლოებით 300 იმავე დონეზე და დათარიღდა 780, 000 წლით. მსგავსი აღმოჩენები გაკეთდა სემა დელ ელეფანტეში: ქვის დაახლოებით 32 იარაღი და სხვადასხვა სახეობის ცხოველთა ნაშთები, რომლებიც დათარიღდა 1, 1 - 1, 2 მილიონი წლის განმავლობაში. ქვის იარაღები იყო მარტივი რეჟიმი 1 ტექნოლოგიით ან ოლდოვანის სტილში და დამზადებულია ადგილობრივი ნედლეულისგან. იარაღები მოიცავდა მარტივ საჭრლე ფანტელებს და სხვა უფრო რთულ, დახვეწილ იარაღებს. ელეფანტეში აღმოჩენილი იარაღები ძირითადად შექმნილი იყო ხორცის და ტვინის დასამუშავებლად და საჭმელად. არ ჩანს, რომ აღნიშნულ გამოქვაბულებში ეს ხალხი მუდმივად ცხოვრობდა. როგორც ჩანს, ისინი მომთაბარეები იყვნენ და დასდევდნენ საკვების წყაროებს (ცხოველთა ჯოგებს) ევროპის მასშტაბით.


წინამორბედი ადამიანი - ჰომო ანტესესორი


იმ დროის ევროპაში კლიმატი ძირითადად თბილი და ნოტიო იყო, თბილი და გრილი ამინდის მონაცვლეობით. ეს ემთხვევა ვაალიანის თბილ პერიოდს, რომელიც 1.5 - 1.3 მილიონი წლის წინ იყო, თუმცა დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მსგავსი თბილი ჰავა გავრცელებული იყო 800, 000 წლის წინანდელ პერიოდშიც. ეს ყველაფერი იცვლება 600, 000 - 500, 000 წლის წინ, როდესაც პირობები შედარებით მკაცრი და ცივი გახდა. აღნიშნული აცივების პერიოდის შემდეგ, ევროპაში მცხოვრები ადამიანები იწყებენ ნეანდერტალელების დამახასიათებელი თვისებების განვითარებას და ნეანდერტალელებად გარდაქმნას. ამ თვისებებიდან უამრავი იყო სწორედ ცივ კლიმატთან ადაპტაციასთან, შეგუებასთან დაკავშირებული თვისებები.


წინამორბედი ადამიანი - ჰომო ანტესესორი


როგორც ჩანს, ჰომო ანტესესორების საკვების დიდი ნაწილი იყო ხორცი. ორივე ადგილას ნაპოვნი იქნა მსხვილი ძუძუმწოვრების უამრავი ნაშთი, რომლებიც მონადირებულნი იყვნენ და ზოგიერთი მათგანის ძვალი გატეხილი იყო ძვლის ტვინის მისაღებად და საკვებად. გრან დოლინაში განსაკუთებით ხშირი იყო ცხენისა და ირმის ხორცის მოხმარება. გამოიყენებოდა როგორც პირდაპირ ნადირობა, ასევე ლეშის შეგროვება და საკვებად გამოყენება. ასევე სავარაუდოა, რომ მიირთმევდნენ მცენარეული წარმოშობის საკვებს. ამ ხალხში არ დასტურდება ადამიანთა მიერ თავიანთი გარდაცვლილების რიტუალური დაკრძალვის ტრადიციის არსებობა.


წყარო: Homo antecessor - The Australian Museum;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
135
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
135
  
2022, 26 აპრილი, 12:33
▶ ჰომო ანტესესორი / წინამორბედი ადამიანი (Homo antecessor) - ჰომო ერექტუსის ქვესახეობა. არსებობდა 1.2 - 0.8 მილიონი წლის წინ. აღმოაჩინეს 1994 წელს ესპანეთში. გავრცელებული იყო ევროპაში. არის ადამიანის უძველესი სახეობა თუ ქვესახეობა, რომელიც ოდესმე აღმოჩენილა დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ტერიტორიაზე. მისი ტვინის ზომა საშუალოდ იყო 1000 კუბურ სანტიმეტრამდე. საშუალოდ იზრდებოდნენ 160-180 სმ-მდე და იწონიდნენ დაახლოებით 60-80 კილოგრამს.
0 1 1