რელიგია "ტურინის სუდარა" მე-14 საუკუნეშია შექმნილი? 2018, 1 თებერვალი, 15:37 ყოველი ცოცხალი ორგანიზმი ნახშირბადს საკვებიდან და ჰაერიდან იღებს. რადიოაქტიური იზოტოპის (C-14) შეფარდება სტაბილურ იზოტოპთან (C-12) ცოცხალ ორგანიზმებსა თუ ატმოსფეროში ერთნაირია. მკვდარ ორგანიზმში C-14 - ის ნახევარდაშლის პერიოდია 5730 წელი, მაგრამ C-12 -ის რაოდენობა სულ მუდმივი რჩება. მაშასადამე ორგანიზმის სიკვდილის თარიღის გამოთვლა შეიძლება მისი განამარხებული ნარჩენების C-12 -ის შეფარდებით C-14 -თან. ამ მეთოდს ჰქვია ნახშირბადით დათარიღება ან ნახშირბადული დათარიღება. სწორედ ამ მეთოდით განსაზღვრეს ტურინის სუდარის შექმნის თარიღი და აღმოჩნდა, რომ ის მოქსოვილია დაახლოებით ახ.წ. 1300 წელს. აქამდე კი მიიჩნეოდა, რომ ის მოქსოვილი იყო პირველ საუკუნეში და სწორედ მასში იყო გახვეული იესო ქრისტეს სხეული ჯვრიდან გარდამოხსნის შემდგომ. მორწმუნეები მიიჩნევდნენ, რომ ის გამოსახულება რაც, ამ სუდარაზეა მასზე გადმოვიდა ნეგატივის სახით მას შემდეგ, რაც იესო აღდგა და მისი სხეული ძლიერი ნათებით განათდაო. თუმცა ეს კვლევა ცხადყოფს, რომ ეს გამოსახულება არის ხელთქმნილი, ვინაიდან თავად სუდარა მე-13 - მე-14 საუკუნეებშია დამზადებული. აავტორი: თორნიკე ფხალაძე 139 1-ს მოსწონს 3-ს არა
|