მიყვარს მიყვარს მზიანი დღე,
ეს დღე არის მხიარული,
რომ თამაშობს ყველა ერთად,
და გაისმის ჟრიამული.
მოდი ახლა გავითვალოთ,
თეონია შენ ხარ მგელი,
დაგიჭირე თამუნია,
ახლა შენ დამადე ხელი.
მირბის თეო, თათო, გვანცა,
უკან მისდევს ათუნა და შმაგია,
ჭყოპინობენ ოთო, გოგა,
გვერდზე ჯღავის მარია.
იზრდებიან ლამაზები,
მხიარული და ლაღები,
ჯამრთელები გაგვიზარდე...
ყოველთვის ეცადე გულს დარდი აშორო,
გული და დარდი ერთმანეთს მოაშორო,
დარდით ვერასდროს ვერაფერს უშველი,
დარჩები დაცლილი ფლიდი და შიშველი.
ყოველი კარგი გარშემო გაქრება,
იმედის სხივი როდესაც ჩაქვრება,
დარჩები მარტოკა სუსტი და ეული,
შეგრჩება ცხოვრება დარდისგან წყეული.
ამიტომ, ეცადე გულს დარდი აშორო,
გული იმედთან რომ დაახლოვო,
იმედი ღვთის მადლით არის მკობილი,
...
წუხელ სიზმარში, წუხელ სიზმარში,
ო, ჩემს სიზმარში ო, ჩემს სიზმარში,
როგორ, გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი,
როგორ, მიყვარდი შენ ერთადერთი.
წუხელ სიზმარში, ვითომ მიჯნურნი,
სულ ხვევნა კოცნით ვიარებოდით,
და სიყვარულის სხივით გამთბარნი,
სასიყვარულო ჰანგით ვმღეროდით,
ნეტავ სიზმარი ამიხდებოდეს,
ცხადში გამათფო შენი სითფოთი,
და თვით ღმერთთანაც რომ შემახვედრა,
მე შენ ...
ბნელით მოსილი სამოთხე,
შენთვის ღვთის მადლით ნათდება,
ნათელთან მუდმივ ჭიდილში,
შენი ბნელეთი მარცხდება.
უსინათლოს და უჩინოს,
სულში გაქვს დიდი ნათება,
ღვთიური ნიჭი უფლისგან,
შენში ღვთის მადლად ნათდება.
შენ სიყვარულის მშვენება,
ქალურ სინაზით გამაღლებს,
დედაც გქვია და მეუღლეც,
შენი ოჯახი გახარებს.
თვალის ჩინს, გული გინათებს,
სულის სიწმინდე გიფარავს,
...
გულის წვრთნა დარდით არ შეძლებულა,
მე გვიან მივხვდი, ტკივილმა მასწავლა,
რომ თურმე დარდი გულს ჯაბნის, ერევა,
თურმე ეს ტლივილი მთლიანად გერევა.
მერე შიში გიპყრობს რომ არსად გიწიოს,
რომ შუა გზაზე არსად მოგეწიოს,
შვილს არ დაგაშოროს, ჯერ ხომ მას ჭირდები,
ასეთი ფიქრებით მთელი დღე ჭირვდები.
თურმე გვიანია თითზე კბენანი,
თავს თუ არ მოთოკე მტანჯავი ვნებანი,
სიყრმ...
თურმე მართლა მყვარებიხარ,
მართლა მომნატრებიხარ,
სულ დაგეძებ, სადაც წავალ,
სუყველგან შენ მგონიხარ.
მაგრამ, არსად აღარ ჩანხარ,
ვერ გავიგე, სადა ხარ,
მაინც ჩემი ოცნება ხარ,
მაინც ჩემი ძალა ხარ.
ჩემი ლექსის ავტორი ხარ,
ჩემი სულის სინათლე,
ჩემი ფიქრის დიდი გორა,
ჩემი ყოფის სიმართლე.
რასაც ვამბობ, შენით ვამბობ,
შენ ერთი ხარ მოამბე,
ჩემი გულ...
ამბობდნენ და არ მეჯერა,
გულს ბრძანება არ ეხება,
ნაბრძანები სიყვარული,
არადა არ შეიძლება.
გული როცა გულად გულობს,
მბრძანებელი თვითონ არი,
გრძნობის ტახტზე დაბრძანებულს,
თავად ძალუძს გახსნას კარი.
თუ ჩარაზა მაშინ მტრისას,
ყველა ხერხი არის მცდარი,
ხერხი ჯობნის ღონეს მაგრამ,
გულთან ისიც სუსტი არის.
და როს გული სიყვარულით,
სულ პირამდე აივსება,
...
თუ რამე დავაშავე, რაიმე ცუდი,
ღმერთო!მაპატიე თუ მიღო წუნი,
ცოდვილთა შორის შემინდე ცოდვილი,
ღმერთო!შემიწყალე ამ ქვეყნად შობილი.
ღმერთო!დაიფარე ჩემი სამყოფელი,
ღმერთო!დამილოცე ჩემი სალოცველი,
ჩემი სამშობლო და მთელი ჩემი ერი,
ჩემი ოჯახი და ჩემი ფუძე ჭერი.
გამძლედ მომივლინე ყველა განსაცდელი,
მომეც ჯამრთელობა ძალა გასაწევი,
არ მინდა ტყუილა ქონება საძრახელი,
ოფლით მა...
მინდა, დავწერო ლექსი,
ჩვეულად მოდის მუზა,
ბოღმა მაწვება ყელში,
დარდმაც აუშვა ღუზა.
აფრა აქაჩა ფიქრმა,
გარეკა გემი ზღვაში,
ტალღა მოდენა ქარმა,
მიუძღვის მოუსავალში.
დროა, დაბრუნდე უკან,
სანამ ნაპირი მოჩანს,
იმედი მიზის ყურთან,
და დარდისაგან მმორჩავს.
იმედი გულად იმედობს,
ქარს ტალღა მიაქვს უკან,
გემიც მოადგა ნაპირს,
დარდმაც დააბა ღუზა.
2005წელი.
ეს ...
რა ვქნა?არ ვარ გულზვიადი,
არც თავს ვიქებ დიდებით,
რა ვქნა?მაინც მაგონდებით,
თუმც არაფრად მჭირდებით.
რა ვქნა?თურმე ასეც ხდება,
ზღვაც ივსება ზვირთებით,
ნეტავ რატომ მაგონდებით?
თუ არაფრად მჭირდებით.
მივალ მოვალ ამ სავალში,
ვცხოვრობ ჩემი ფიქრებით,
აჰა, იცი? გაგიხსენეთ,
თურმე ფიქრად მჭირდებით.
მიმობნეულ ოცნებებში,
თითქოს, გხედავთ, გიცქერით,
...
დაცარიელდა ჩემთვის გარემო,
მომნატრებია შენი ხმაური,
შენ ჩემი სულის წმინდა საყდარო,
შენ ჩემი ყოფის ხარ სასწაული.
მომნატრებია შენი თვალები,
შენი ღიმილი, შენთან გართობა,
შენ თავს ვერავინ ვერ შევადარე,
სულ წვიმს ვერაფრით გამოვადარე.
თურმე განშორება მართლა რა ყოფილა,
სიყვარულს გული ვეღარ ამყოფინა,
თურმე მონატრებულ სიყვარულით,
გული ნაწილ ნაწილ დაყოფილა.
თ...
ყველა შენ გეტრფის ლამაზო ქალო,
სუყველას შენსკენ უჭირავს თვალი,
რა მშფოთვარეა, ოხ ეს სამყარო,
დაუდეგარი და ხანაც წყნარი.
ხან ფიანდაზად გეგება ქნარი,
ხან ვიღაცა ხარ და არა ქალი,
ვინც ვერ შემოგწვდა, დაუდგა თვალი,
და ვინც დაგიპყრო, ის ის არ არი.
და ამიტომაც მშფოთვარე არის,
სამყარო წყნარი, დაუდეგარი,
ახლოს მისული, ვერ დანახული,
სიშორიდან კი ხვთაებად ქმნილი....
ძველი მიზიდავს თავისკენ მძაფრად,
ახალმა არა, არ გამიკარა,
ძველი შემოდის ჩემში ლამაზად,
და თითიქოს მარტო ძველიღა მკმარა.
ფიროსმანი და იეთიმგურჯი,
საიათნოვა მიღვიძებს მადას,
ტატოსნაირი მკვირცხლი მერანი,
დრეს კი არსითკენ არ იშლის ფაფარს.
გაიშვიათდა ნაღდი და წმინდა,
მოკრძალებულად გრძნობა ჩართული,
რუდუნებით და ვნებით ნათქვამი,
სიყვარულისთვის ლექსი ქარგული. ...
|
|