x
image
ნატო ახრახაძე
სიყვარული სხვა რამეა

გაზაფხული აგიფეთქდა ნაზ სხეულში,

და კვირტებიც დაგებერა გასაფურჩქნად,

შენ ბავშვობა გაგიფრინდა თითქოს გუშინ,

ყმაწვილობა აგიყვავდა გაზაფხულად.

ლამაზ სახეს შემოგენთო სიყმაწვილე,

და საამოდ ჩაგეღვარა შხამი სულში,

არ აცადე ქალწულობას გასხივება,

და ვიღაცა ჩაახედე ნაზ სხეულში.

შენ სინაზეს ათელინებ შმაგს და ვერაგს,

მაგ სიძვაა რაშიც გრძნობა არის მკვდარი,

რაზეც რუსთველს დარიგებით ბრძნულად უთქვამს,

სიყვარული სხვა რამეა არა სიძვის დასადარი.

და რაც ახლა შენში ხდება,

მას სახელად სიძვა ჰქვია,

ამას თვითონ რომ მიხვდები,

ეს იქნება უკვე გვიან!

1998წელი.ეს ლექსი ეძღვნება ერთ ძალიან ლამაზ გოგონას რომელმაც თავისდა უნებლიეთ დიდი შეცდომა დაუშვა პირად ცხოვრებაში, მე ნამდვილად ვგულშევმატკივრობდი და ამის გამო მიუძღვენი ტკივილით სავსე სტრიქონები.მე მინდა რომ ყველა გოგონამ თავი დაიფასოს და სულის სიწმინდე მხოლოდ ნამდვილად გულის რჩეულს მიუძღვნას.

0
14
2-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
14