x
image
ნატო ახრახაძე
ღმერთო

თუ რამე დავაშავე, რაიმე ცუდი,

ღმერთო!მაპატიე თუ მიღო წუნი,

ცოდვილთა შორის შემინდე ცოდვილი,

ღმერთო!შემიწყალე ამ ქვეყნად შობილი.

ღმერთო!დაიფარე ჩემი სამყოფელი,

ღმერთო!დამილოცე ჩემი სალოცველი,

ჩემი სამშობლო და მთელი ჩემი ერი,

ჩემი ოჯახი და ჩემი ფუძე ჭერი.

გამძლედ მომივლინე ყველა განსაცდელი,

მომეც ჯამრთელობა ძალა გასაწევი,

არ მინდა ტყუილა ქონება საძრახელი,

ოფლით მაშოვნინე ჩემი საკმარელი.

არც მიწას დამცე და არც ცას ამაფრინო,

მაყმოფე ამ ქვეყნად არც გული ამტკინო,

ჩემი სამშობლო ჭირში არ მაჩვინო,

ყველა დაიფარე ვინც კი გააჩინო.

ყველას გვაგრძნობინე დიდი სიხარული,

ნიჭად მოგვივლინე ყველას სიყვარული,

ყველას გვისაჩუქრე ტრფობის საგანძური,

ყველას გვალოცინე ყოფა საამური.

2005წელი.

0
14
3-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
14