x
image
ნატო ახრახაძე
ძველი მიზიდავს

ძველი მიზიდავს თავისკენ მძაფრად,

ახალმა არა, არ გამიკარა,

ძველი შემოდის ჩემში ლამაზად,

და თითიქოს მარტო ძველიღა მკმარა.

ფიროსმანი და იეთიმგურჯი,

საიათნოვა მიღვიძებს მადას,

ტატოსნაირი მკვირცხლი მერანი,

დრეს კი არსითკენ არ იშლის ფაფარს.

გაიშვიათდა ნაღდი და წმინდა,

მოკრძალებულად გრძნობა ჩართული,

რუდუნებით და ვნებით ნათქვამი,

სიყვარულისთვის ლექსი ქარგული.

დღეს იშვიათი გახთა ყოველი,

არ მოსმენილი, არ დანახული,

მოგვნატრებია წმინდა, ლამაზი,

ჩანგი და მუზა ნაღდი ქართული.

ნუ გაკვირდები დღევანდელობავ!

დღეის დანახულს ასე აგიწერთ,

თქვენ თუ უკვეთესს ხედავთ რაიმეს,

დამანახვეთ და უკვეთ დაგიწერთ.

რა ვქნა თუ ძველში ვპოვე ყოველი,

ახალმა გული არ გამინათა,

ილიასავით მეც კარგს მოველი,

იმედი მიდგას მომავლის კართან.

1996წელი.

0
13
8-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
13