პოეზია გული როცა გულად გულობს 2014, 25 მაისი, 16:07 ამბობდნენ და არ მეჯერა, გულს ბრძანება არ ეხება, ნაბრძანები სიყვარული, არადა არ შეიძლება. გული როცა გულად გულობს, მბრძანებელი თვითონ არი, გრძნობის ტახტზე დაბრძანებულს, თავად ძალუძს გახსნას კარი. თუ ჩარაზა მაშინ მტრისას, ყველა ხერხი არის მცდარი, ხერხი ჯობნის ღონეს მაგრამ, გულთან ისიც სუსტი არის. და როს გული სიყვარულით, სულ პირამდე აივსება, სიყვარულის გასაღებით, გული თავად გაიღება. და თუ გახსნა გულმა კარი, მაშინ მოგცეს ღმერთმა დარი, სულს და სხეულს დაგიამებს, და დატკბები გრძნობით მთვრალი. მაშინ იგრძნობ რომ სიცოცხლე, მშვენიერი რამე არის, უფალს მადლით მოიხსენებ, რომ გაგიღო გულის კარი. 1995წელი. 18 3-ს მოსწონს |