x
image
ნატო ახრახაძე
თუ არა სირცხვილი.

თუ არა სირცხვილი?მაშინ რა იქნება?

თუ საქმეს მოვარგეთ ყველა სამსახური,

თუკი გავშიშვლდებით, ერთმანეთს შევაფურხებთ,

თუკი სიმახინჯეს ჩვენ საქმეთ ვაკურთხებთ.

მაშ რაღა უყოთ სირცხვილს, აღვირახსნილს?

შვილს თუ არ რცხვენია დედ მამის, და ძმის,

დედას თუ არ შერცხვა ნაშობი შვილის,

თუკი ვერ შევიგრძნეთ სირცხვილი სირცხვილის.

მაშინ რატომ ვკიცხავთ მეძავის მეძავობას,

მას ხომ პროფესიათ აქვს ის მეძავობა,

ან მას რათ ვკიცხავთ, მას ვიღაც ქილერს,

ის ხომ სიკვდილში საფასურს იღებს.

მაშინ რატომ ვერჩით ქვეყნის მოღალატეს?

მისი პროფესია ხომ ღალატს ღაღადებს?

მაშინ მივესალმოთ იმ უგნურ დედას,

შვილს რომ ყიდის და ნაგავში აგდებს.

მაშინ ყველაფერს მოვხსნათ ეტიკეტი,

სამარკო ნიშნად რომ სირცხვილი აწერია,

მიუშვათ უსირცხვილო ყოფა წუთიერი,

და კაცთა მოდგმა გავხდეთ უდიერი.

მაშინ ჩამოვიხსნათ ნიღაბი კაცობის,

ადამიანის სახე ტყუილად გვახატია,

ისეთი უდიერი ვეჩვენოთ სამყაროს,

რაც დროის მადლით ურცხვად გვაბადია.

მაშინ რით გავირჩეთ ცხოველთა მოდგმიდან?

ზოგჯერ თუ მორალით ისინიც გვჯობია?

თუ ძაღლი თავის ლეკვს თავად არ ელევა,

მაშინ შვილს რომ თმობს იმ დედას რა ქვია?

არ მინდა ქვეყანას ავხადოთ ნამუსი,

ხვთისმშობლის წილნაყარ მიწას არ უხდება,

ღმერთო გვაპატიე!ცოდვა ულმობელი,

რაც დრომ მოგვიტანა და ჩვენში მკვიდრდება.

2012წელი.

0
11
6-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
11