ახალი ადამიანის დაფრენდების მოტივად: , , ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია".
რეაქცია ინბოქსში მოწერილზე , , გავიცნოდ ლამასო" - , , რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია".
როცა შლი ადამიანს, რომელსაც დაფრენდების დღიდან მოცემულ მომენტამდე არაფერი მოუწონებია და დაუკომენტარებია: , , სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა...
2020, 1 სექტემბერი, 16:46
" ზოგჯერ დედაჩვენები რომ ვიშვილოთ. კალთაში ჩავისვათ, მკერდზე მივიყუდოთ დაჭაღარავებული თავები, ცხელ შუბლებზე ხელები შემოვაწყოთ, დავარწიოთ და ვუღიღინოთ, დავარწიოთ, დავუნანაოთ: ნანა, ნანა დედასაო, ჩემ გამჩენელს, ჩემგან გაჩენილსაო. შენი დარდი მე, დედი, შენი ცრემლი მე, შენი ცეცხლი მე, შენი ნაღველი მე, მე დამწვას, მე დამლიოს, დამნაცროს, მიწას გამრიოს...
|
|