საქართველო სალომე ზურაბიშვილის სტუდენტური ბარათი პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის საიტიდან 2019, 18 თებერვალი, 22:11 საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი დაამთავრა. იგი აქ 1969-1972 წლებში სწავლობდა, მოგვიანებით, 2006-2015 წლებში ამ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი იყო. დღეს საქართველოს პრეზიდენტის სტატუსით ინსტიტუტს ეწვევა და ლექციას წაიკითხავს თემაზე: საქართველო და ევროპა, შესაძლებლობები ცვალებად გარემოში. ლექციის გამართვამდე კი პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი სალომე ზურაბიშვილის სტუდენტურ ბარათს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აქვეყნებს და განცხადებას ავრცელებს: „გვაქვს პატივი, დღეს საღამოს ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტსა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის კურსდამთავრებულს, სალომე ზურაბიშვილს. მისი სიტყვის მოსმენამდე, რომელიც გვპირდება, რომ იქნება საინტერესო, იხილეთ მისი სტუდენტური პორტრეტი“. ლექცია საფრანგეთში პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება. 27 2-ს მოსწონს
|