x
image
ლურჯი თოლია
იდეალური აღმასრულებელის 4 თვისება

როგორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი, გვხვდება პროფესორ იცხაკ ადიზესის წიგნში „იდეალური აღმასრულებელი“. ეს წიგნი უკვე ათობით წელია მსოფლიო ლიდერების სამაგიდო წიგნების სიაში წამყვან პოზიციებს იკავებს. წიგნში გადმოცემულ მეთოდოლოგიებს მსოფლიოს მასშტაბით ნერგავენ მენეჯერები თავიანთ კომპანიებში.

image

გაგაცნობთ იცხაკ ადიზესის მიხედვით იდეალური აღმასრულებელის 4 დამახასიათებელ თვისებას:


1. იდეალური აღმასრულებელი უნდა იყოს შედეგებზე ორიენტირებული. სხვა შემთხვევაში გამორიცხულია, ის დადებითად შეფასდეს. რა სასიკეთო საქმეებსაც არ უნდა აკეთებდეს, ის ვერ მოუტანს კომპანიას წარმატებას. რეალურად, ის უნდა უყურებდეს ყველაფერს შედეგის მიღების ირგვლივ, ის მუდმივად უნდა სვამდეს კითხვას, თუ რას მოუტანს ეს ნაბიჯები კომპანიას.


2. მეორე მნიშვნელოვანი რამ, რაც მენეჯერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს, არის ადმინისტრირების კარგი უნარი. ის ყველაფერში უნდა იყოს მოწესრიგებული: დოკუმენტებში, მოლაპარაკებებში, ოფისში და ა.შ.


3. რასაც ხელმძღვანელი უნდა ახერხებდეს არის ასევე მეწარმეობა, ახალი იდეების გენერირება, ბიზნეს შესაძლებლობების დანახვა, ახალი მიმართულებების განვითარება - ეს არის ის, რასაც ყველა წარმატებული მეწარმე უნდა აკეთებდეს.



4. იდეალური ხელმძღვანელი უნდა იყოს ინტეგრატორი, გამაერთიანებელი. როგორი კარგი იდეებიც არ უნდა ჰქონდეს და რამდენადაც არ უნდა იყოს შედეგებზე ორიენტირებული, თუ მან ვერ შეძლო სწორი და კარგი ადამიანების მოზიდვა, მათი შენარჩუნება და შეკავშირება, მის ყველა სხვა თვისებას აზრი ეკარგება და პროდუქტიულ კულტურაში ვერაფერს გახდება.


გახსოვდეთ, იდეალური აღმასრულებელი არ არსებობს. არსებობს იდეალური გუნდი, რომელშიც ამ თვისებების მქონე ადამიანები ერთმანეთს ავსებენ.


დამატენიანებელი კრემი. საღამოსთვის შეარჩიეთ რომელიმე ამ პრობლემისთვის სპეციალურად განკუთვნილი კრემი. კარგი იქნება თუ თიხის ნიღბებს გაიკეთებთ კვირაში ერთხელ.

image

0
31
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0