x
image
ლურჯი თოლია
მნიშვნელოვანი ფაქტები "მაიმუნის ყვავილის" შესახებ
"მაიმუნის ყვავილით" ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა აღიწერა 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
image

"მაიმუნის ყვავილი" ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას.


გამოვლენილია "მაიმუნის ყვავილის" ორი შტამი: დასავლეთ აფრიკული შტამი, რომელიც ასოცირებულია მსუბუქ კლინიკურ მიმდინარეობასთან და ლეტალობის მაჩვენებელი 1%-ის ფარგლებშია, და კონგოს აუზის (ცენტრალური აფრიკა) შტამი, რომელსაც ახასიათებს ადამიანიდან-ადამიანზე გადაცემის მაღალი უნარი, ავადობის გაზრდილი მაჩვენებელი და ლეტალობის მაჩვენებელი 10%-ის ფარგლებში. მაიმუნის ყვავილის ლეტალობის საშუალო მაჩვენებელი 3-6%-ია.

image

დაინფიცირებისას კლინიკური გამოვლინება ყვავილით დაინფიცირების მსგავსია, თუმცა მიმდინარეობა ძირითადად მსუბუქია. ინკუბაციის პერიოდი 5-დან 21-დღემდეა, ძირითადად 7-14 დღის ფარგლებში გამოვლენით. სიმპტომები 5 დღის ფარგლებში იწყებს გამოვლენას გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, შემცივნებით, ცხელებით, თავისა და კუნთების ტკივილით, ზურგის ტკივილით, სისუსტით და ლიმფური კვანძების შეშუპებით (ლიმფადენოპათია). სიმპტომების დაწყებიდან 1-3 დღეში იწყება გამონაყარი, საწყის ეტაპზე სახეზე, რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელს სხეულზე, უპირატესად კიდურებზე. დამახასიათებელია გამონაყარი ხელის გულებსა და ფეხის ძირებზე (შემთხვევათა 75%-ში). დამახასიათებელია სიმპტომია გამონაყარის მტკივნეულობა, თუმცა დაინფიცირებულებს ჩუტყვავილის გამონაყარისგან განსხვავებით, არ ეფხანებათ. შემთხვევათა უმეტესობაში სიმპტომები თავისით ალაგდება 14-21 დღის მანძლზე, თუმცა შესაძლოა მიმდინარეობის გამწვავება და სამედიცინო მეთვალყურეობის აუცილებლობა.


მაიმუნის ყვავილით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.

0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0