საზოგადოება როგორ დაწერა ლევან გოთუამ გადასახლებაში "გმირთა ვარამის" მამულად ? 6 მარტი, 12:58 "- ორმოცდაათი ქართველი ვიყავით ვორკუტის იმ ბანაკში. მე წერა-კითხვა ძლივს ვიცოდი, მაგრამ ამ ქართველებში ბევრი იყო განათლებული, მათ შორის ერთი ჯაფარიძე, რომელმაც გვითხრა, - ჩვენთან ძალიან დიდი მწერალი იხდის დაუმსახურებელ სასჯელს. როგორმე ვუპატრონოთ ამ კაცს, მივცეთ მუშაობის საშუალებაო. ყველა ერთხმად დაეთანხმა და მაღაროში ორ თვეში ერთხელ გვიწევდა მის მაგივრად ჩასვლა - იმ დღეს ორ ცვლაში ვმუშაობდით. ლევან გოთუას კი უნდა ეწერა, მაგრამ რაზე? რითი? არც ქაღალდი ჰქონდა, არც საწერ-კალამი. ვისაც რა შეეძლო, ის მოჰქონდა: მუყაოს ნაჭერი, ხის კარის ნატეხი, ფიცრები... მელანი ტექნიკურ სპირტში გაცრილი ქვანახშირის შერევით დაუმზადეს, კალამი გამოუქლიბეს. "გმირთა ვარამის" წერა ამ "ფურცლებზე" დაიწყო... სტალინის გარდაცვალების მერე, ბანაკში ქაღალდის შოვნა გახდა შესაძლებელი, დაჯდა ლევანი და მთელი რომანი გადაწერაო - იხსენებს იორამ ქააძე, ისიც ვორკუტის ბანაკელი...
"გმირთა ვარამის" პირველი ხელნაწერი ვორკუტაში დარჩა, ან ვინ გამოიტანდა?! გადათეთრებული იგზავნებოდა თბილისში, მალულად... 232 3-ს მოსწონს
|