x
image
ლურჯი თოლია
როგორ წარმოიქმნება თოვლი ?

თოვლი

თოვლი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ღრუბლებში არსებული ძალიან მცირე ზომის ყინულოვანი კრისტალები ერთმანეთს ეწებება და ფიფქებად გადაიქცევა. თუ ერთმანეთს საკმარისი რაოდენობის კრისტალი მიეწება, ისინი მძიმდებიან და მიწაზე ეცემიან.

ნოტიო ჰაერში ჩამოცვენილი ფიფქები, რომლებიც 0 °C-ზე ოდნავ თბილია, კიდეებთან დნება და ერთმანეთს ეწებება, ასე ჩნდება უფრო დიდი ფიფქები. თუმცა, ცივ, მშრალ ჰაერში ჩამოცვენილი ფიფქები ფხვიერ თოვლს წარმოქმნის.

ატმოსფერული ნალექი თოვლის სახით მაშინ მოდის, როდესაც ტემპერატურა 2 °C-ზე დაბალია. მითია, თითქოს თოვისათვის ნულ გრადუსს ქვემოთ ტემპერატურაა საჭირო. ყველაზე ხშირად, დიდთოვლობები სწორედ მაშინ ხდება, როდესაც ჰაერის ტემპერატურა ნულსა და 2 °C-ს შორის არის. დადებული თოვლი მაშინვე დნობას იწყებს, როგორც კი ტემპერატურა ნულ გრადუსს ასცდება, მაგრამ დნობის პროცესის დაწყებისას, ფიფქების გარშემო ჰაერი ცივდება. თუ ტემპერატურა 2 °C-ზე მეტია, ფიფქები დნება და თოვლის ნაცვლად თოვლჭყაპი მოდის, კიდევ უფრო მაღალ ტემპერატურაზე კი წვიმა.


0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0