"Microsoft" დააპატენტა ჩატ-ბოტი, რომელიც გარდაცვლილ ადამიანებთან გასაუბრების საშუალებაა
ამერიკულმა კომპანიამ "Microsoft" დააპატენტა ჩატ-ბოტი, რომელიც მომხმარებლებს გარდაცვლილ ადამიანებთან გასაუბრების საშუალებას მისცემს.
სისტემა ადამიანის ციფრული კვალის - პირადი მიმოწერის, ხმოვანი შეტყობინებებისა და ფოტოების დახმარებით იმუშავებს.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ბოტი შექმნის გარდაცვლილი ადამიანის "მკვდარ კლონს" და უპასუხებს მომხმარებლების შეტყობინებებს. ხელოვნური ინტელექტი კონკრეტული ადამიანის ურთიერთობის სტილის იმიტაციას მოახდენს.
პროგრამის შემქმნელები თვლიან, რომ ასეთი ჩატ-ბოტის დახმარებით ადამიანებს ახლობლების დაკარგვა უფრო გაუადვილდება. მათი ხმის მოსმენა და მასთან მიმოწერა კი მონატრების გრძნობის შემსუბუქებაში დაეხმარება.