სამოთხის კარი უსამართლობის ბინდი ჩამოწვა, ბოღმისგან გული ივსება ლამის, მძიმე ცხოვრება ვერ დამაჩოქებს, მე ერთხელ უკვე ვიყავი მკვდარი... განვლილი წლები თვალწინ დამიდგა, როცა შევაღე სამოთხის კარი, გასაოცარი სილამაზეა, აყვავებულა ირგვლივ ბაღნარი. გაშლილი სუფრით შემომეგებენ ნაცნობ-უცნობი და წინაპარი... თამადა ყანწით ხელში წამოდგა, - ღირსეულია, - ამბობს, - სტუმარი, ქება-დიდება...
|
|