სხვა შეიარაღებულმა ,,ბაიკერებმა'' ნიგერიის სამი სოფელი გადაწვეს 2013, 29 ივნისი, 20:20 სულ მცირე 48 ადამიანი ემსხვერპლა ხოცვა-ჟლეტას, რომელიც ხუთშაბათს ნიგერიაში მოხდა. მოტოციკლებზე ამხედრებულმა შეიარაღებულმა პირებმა, ცენტრალურ შტატ პლატოს შორეულ რაიონში მდებარე სოფლებზე იერიში მიიტანეს. თავდასხმა, კაეკაშის, ბოლგანგის და მაგამას ტომების სამ სოფელზე განცხორციელდა. შედეგად, სულ მცირე 28 მცხოვრები მოკლეს, კიდევ 20 დაღუპული - თავდამსხმელებს შორისაა. ორი ბოევიკი შეპყრობილი იქნა. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, თავდამსხმელებმა დაახლოებით 100 სახლი გადაწვეს. ძალადობის ახლანდელ აფეთქებას, შინაური საქონლის მოპარვას უკავშირებენ. უპირატესად მუსულმანური ეთნიკური ჯგუფის, ფულანის მწყემსები, საქონლის გატაცებაში ქრისტიანული ეთნიკური ჯგუფის, ტარკოსის წარმომადგენლებს ადანაშაულებენ. პლატოს შტატი, მუსულმანურ ჩრდილოეთს და ქრისტიანულ სამხრეთს შორის, ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. აქ ბოლო წლებში, რელიგიათაშორის კონფლიქტებს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. 26 5-ს მოსწონს
|