ქალი და მამაკაცი სინამდვილე ქალების შესახებ 2013, 9 ივნისი, 15:30 ქალთა სქესი სულებისა და ბურუსის, კანფეტებისა და ვარდისფერი პლუშისაგანაა შექმნილი. დიახ, სწორედ ასესეთბი არიან - ჰაეროვნები, გამოუცნობები, ნამდვილი პრინცესები. მითების უმრავლესობა მამაკაცებმა ქალებზე სრულიად შემთხვევით გამოიგონეს, ისინი კი მათ უბრალოდ იცავენ.
მითი 1. ყოველ ქალს შეუძლია გემრიელად, სასარგებლოდ და მრავალფეროვნად მოამზადოს.
ასე იმიტომ ფიქრობენ, რომ დღეს, სუპერმარკეტების, მიკროტალღოვანი ჰაერღუმელისა და პაკეტის სუპების საუკუნეში, მრავალფეროვანი კერძების მომზადება და მათი ვირტუოზულად გაფორმება ძნელი არ არიას. ამდენად, ჩინებული დიასახლისის სატატუსის მოსაპოვებლად განსაკუთრებული ნიჭი და უნარი სულაც არ არის საჭირო.
მითი 2. ქალებს ფისოები, პლუშის სათამაშოები და ყველაფერი პომპონებიანი უყვართ.
ასე იმიტომ ფიქრობენ, რომ ფისო, სათამაშო პომპონი რბილი, ფაფუკი, ნაზი და შინაურია, ე. ი. პრაქტიკულად მათი ასლია. როდესაც ფისოებს ეფერებიან, ამით მათი დედობრივი ინსტინქტებისა და სინაზის დემონსტრირებას ახდენენ. ამ სურათის შემყურე მამაკაცი ოცნებობს, მასაც ასე მოექცნენ. მითი 3. ქალები თავის მოვლას აღმერთებენ. არც ერთი ნორმალური მამაკაცი წარბებიდან თმას არ ამოიძრობს. მათი ლოგიკით, რადგან ქალები ამას აკეთებენ, მაშასადამე ეს მოსწონთ. მათ თვალში ბუნებრივად ლამაზები არიან და დამატებითი ხრიკები არ სჭირდებათ. მითი 4. ქალს ნებისმიერი ბავშვის უპრობლემოდ ესმის და ყოველთვის იცის, როგორ მოექცეს. ასე იმიტომ ფიქრობენ, რომ ყოველ ბიჭუნას დედა ჰყავდა, რომელმაც ყოველთვის იცოდა, თუ როგორ მოპყრობოდა შვილს. მამაკაცები დარწმუნებულები არიან, რომ ყველა ქალს პატარების აზრების ამოცნობის უნარი თან დაჰყვება. მითი 5. ბრილიანტები ქალის საუკეთესო მეგობრებია. ამიტომ მათთვის ყველა მამაკაცური ღირსება მატერიალური შესაძლებლობების პირდაპირპროპორციულია. ასე იმიტომ ფიქრობენ, რომ მამაკაცებმა დიდი ხანია შენიშნეს, ქალებს ძლიერი სქესის ლამაზი, მდიდარი, წარმატებული და ნიჭიერი წარმომადგენლები უფრო მოსწონთ, ვიდრე უშნო, ღარიბი და იუღბლო. სინამდვილეში ქალს მამაკაცი უსასყიდლოდ უყვარს. უბრალოდ, ქალის ბუნებაში ჩადებულია, რომ თავისი შვილების მამად ძლიერი და წარმატებული მამაკაცი მოძებნოს. მართალია, ქალებს საჩუქრები უყვართ, მაგრამ სულ სხვა მიზნით. ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ რაღაცაში რაც მეტ ენერგიას, ფულსა და დროს ჩადებ, ის რაღაც მით უფრო ძვირფასი და ღირებული გეჩვენება. სწორედ ეს სურთ ქალებს, რომ მათი მამაკაცებისათვის ძალიან საყვარლები და ძვირფასები იყვნენ. მითი 6. ქალები გულმავიწყები არიან. ასე იმიტომ ფიქრობენ, რომ ქალები მრავალფუნქციურები არიან. შეუძლიათ ერთდროულად ოცდაათ რამეზე იფიქრონ. ბუნებრივია, ასეთი რაოდენობის აზრობრივი პროცესების დროს რაღაც დაავიწყდეთ. მამაკაცები კი მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობენ. სამაგიეროდ ინტენსიურად და დაჟინებით, ამიტომაც ყველაფერი ახსოვთ. მითი 7. ყველა ქალიშვილი გათხოვებაზე ოცნებობს. ასე იმიტომ ფიქრობენ, რომ ქალიშვილებს სინამდვილეში სურთ გათხოვება, თუნდაც იმიტომ, რომ ყოველდღიურად არ ინაღვლონ და თავი არ გაიწვალონ იმაზე ფიქრით, უყვარს თუ არ უყვარს, დაურეკავს თუ არ დაურეკავს, მშობლებს გააცნობს თუ არ გააცნობს, სერიოზული განზრახვა ამოძრავებს თუ არა. ასეთ ფიქრებზე ფუჭად იკარგება დროის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის დახარჯვაც ქალის თვითრეალიზაციაზე, კარიერასა და მეგობრებთან შოპინგზე სურს. თუ მას ნამდვილად უყვარს, ადრე თუ გვიან მათი ცხოვრების ოცნების ასრულებაზე დათანხმდება. მერე კი დამშვიდებული სინდისით შეუძლიათ სიყვარულს კარიერასა და შოპინგს მიხედონ. 60 10-ს მოსწონს
|