ქალი და მამაკაცი ოჰ, ეს სუსტი ძლიერი სქესი... 2013, 6 ივნისი, 13:01 სუსტი სქესიო?.. ვის გულისხმობთ? ბოლოჟამს ასე უწოდებენ (მატრიარქი ხომ არ ბრუნდება?!). ყოველ ხუმრობაშია სიმართლის ნაწილი. ზოგჯერ კი მოგინდება, ხმამაღლა იყვირო “ქალებო! მოუფრთხილდით მამაკაცებს!''
მამაკაცთა უმრავლესობა ისეა დაავადებული თავმოყვარეობითა და პატივმოყვარეობით, რომ შეიძლება ითქვას, ეს მათი ერთ-ერთი აქლივესის ქუსლია. ცოტა გადააკვრევინე და... ზედ ქათინაურები დააყოლებინე, დესერტად პირმოთნე ტყუილი მიართვი და ამის შემდეგ, რაც გსურს, იმას გააკეთებინებ. სწრაფი მზერის ერთი შევლებით, კდებამოსილი, მორცხვი ღიმილით შეგიძლიათ ნებისმიერი მამაკაცი დააინტერესეოთ და ყურადღება მიიქციოთ. თუმცა, ზომა-წონა აქაც უნდა იცოდეთ. გაიხსენეთ არკადი რაიკინის მონოლოგი. კაცი საცოლედ ეძებდა ისეთ ქალს, რომელთანაც საკუთარ თავს ჭკვიან მამაკაცად იგრძნობდა. მას სიამოვნებდა, როცა რჩეული ქალიშვილი პირღია ისმენდა სენტენციებს, მაგრამ ბოლოს ვეღარ მოითმინა და დაუღრიალა “ პირი დახუერ, შტერო''! ერთი სიტყვით, იმოქმედეთ ქართული ანდაზის პრინციპით: “ფერი-ფერსო, მადლი-ღმერთსო.'' და გაითვალისწინეთ: 1. ერთმანეთისტვის მიყენებული წყენა, თუ იგი ურთიერთმიტევებით არ ჩააქრეთ, მთელ დღეს არ მოგასვენებთ და საწოლშიც ჩაგყვებათ ხოლმე. 2. ნაკლებად შეეხეთ თემებს, რომლებიც ლახავენ მამაკაცთა თავმოყვარეობას. 3. უფრხო ხშირად გაუღიმეთ ერთმანეთს, ნუ დაიშურებთ ქათინაურებს და თქვენი ურთიერთლტოლვა გაცილებით უფრო ხანგრძლივი იქნება. 4. უშერველად გაეცით სინაზისა და ქების “ავანსი'': “ძვირფასო, რა კარგი ხარ დღეს!'', “საღამოს ადრე დაბრუნდი, ცულ მენატრებ'' და მისთანანი. გისურვებთ ტკბილ და ბედნიერ ურთიერთობას. 109 13-ს მოსწონს
|