x
image
ბელენაი
სამოთხის კარი

imageსამოთხის კარი
უსამართლობის
ბინდი ჩამოწვა,
ბოღმისგან გული
ივსება ლამის,
მძიმე ცხოვრება
ვერ დამაჩოქებს,
მე ერთხელ უკვე
ვიყავი მკვდარი...

განვლილი წლები
თვალწინ დამიდგა,
როცა შევაღე
სამოთხის კარი,
გასაოცარი
სილამაზეა,
აყვავებულა
ირგვლივ ბაღნარი.

გაშლილი სუფრით
შემომეგებენ
ნაცნობ-უცნობი
და წინაპარი...
თამადა ყანწით
ხელში წამოდგა,
- ღირსეულია, -
ამბობს, - სტუმარი,
ქება-დიდებას,
არ იშურებენ
ბედნიერების
გუგუნებს ზარი...

- ვერ დამკვიდრდები
სასუფეველში, -
მითხრეს, -თუ დაგრჩა
სამშობლოს ვალო,
პატივისცემით
გამომისტუმრეს,
მთხოვეს, გადმოგცეთ
რწმენის უსტარი...

საქართველოში
უნდა განმტკიცდეს
ერთობა, ძმობა
და სამართალი...

1
67
10-ს მოსწონს
ავტორი:ბელენაი
ბელენაი
67
  
2014, 20 იანვარი, 1:10
ღმერთმა გისმინოთ!
0 1 1