x
image
ბელენაი
რა სურთ ქალებს ?

imageქალებს ფულის ფლანგვა უყვართ - ასეთია მამაკაცთა უმრავლესობის პოზიცია, მაგრამ ქალებს ფულის შოვნაც უყვართ. ნელ-ნელა მატულობს იმ ქალბატონების რიცხვი, რომლებიც საკუთარ მეუღლეებზე გაცილებით მეტს გამოიმუშავებენ და უფლებაც კი აქვთ, თავისი შრომით ნაშოვნი თანხა სურვილისამებრ განკარგონ. უმრავლესობას მოსწონს, როცა შემოსავალი ქმარზე მეტი აქვს, ფული თავისუფლების განცდას ბადებს. თუმცა, ეს განცდა სერიოზულ პრობლემებს უქმნის მამაკაცებს. ზოგიერთ მათგანს არასრულფასოვნების კომპლექსი უჩნდება, ამიტომ ცოლმა არ უნდა დაუშვას, რომ მის მეუღლეს დისკომფორტი შეექმნას ცოლის დიდი შემოსავლის გამო. გავრცელებული მოსაზრებით, მამაკაცებს მოსწონთ ცოლის კისერზე ჯდომა და უზრუნველად ცხოვრება, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. მამაკაცების 87 პროცენტი კატეგორიულად წინააღმდეგია ცოლის ხარჯზე ცხოვრების. მათთვის ეს შეურაცმყოფელი და დამამცირებელია. ბუნებამ მამაკაცი მომპოვებლად გააჩინა. მას გენეტიკაში აქვს ჩადებული ნადავლის შოვნა და ოჯახის რჩენა. ზოგიერთს საერთოდ არ სურს, რომ ცოლი მუშაობდეს, იმ მოსაზრებით, რომ როცა ქალს თავისი ფული უჩნდება, მასთან საუბარიც რთულდება. რეალურად, არაფერია იმაში ცუდი, თუკი ფული ცოლსაც შემოაქვს სახლში და ქმარსაც. მთავარია, სწორად დაიგეგმოს ოჯახის ბიუჯეტი და მეუღლეებმა თანაბრად იტვირთონ პასუხისგებლობა, ჰქონდეთ საერთო საზრუნავი და რაც მთავარია, არასოდეს დაიწყონ იმის გარჩევა, ვინ ხარჯავს მეტს. არსებობს აუცილებელი ხარჯები, რომლებთაც გვერდს ვერ აუვლით, მაგრამ თუ მეუღლეები საკუთარ შემოსავლებს ერთმანეთზე ჰაგემონიის დასამყარებლად იყენებენ, სკანდალი გარდაუვალია და მამაკაცისთვის გაცილებით ადვილია, იპოვოს მაღალანაზღაურებადი სამსახური და გაიკეთოს კარიერა. დამქირავებლები ჯერაც მამრობით სქესის წარმომადგენლებს ანიჭებენ უპირატებოსაბს. მხოლოდ 17 პროცენტია იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც დღეისთვის ქმრებზე მეტს გამოიმუშავებენ. მათგან 15 პროცენტს ფული საკუთარი ოჯახის ბედნიერებისათვის სჭირდება. მხოლოდ 2 პროცენტია ისეთი, ვინც ფინანსურ უპირატესობას ქმარზე ბატონობისთვის იყენებს.

12
44
11-ს მოსწონს
ავტორი:ბელენაი
ბელენაი
44
  
2013, 8 ივლისი, 2:04
კარგია ეგრე რო ფიქრობ :)
2013, 8 ივლისი, 1:11
რატო გგონია რო შენ ფიქრობ მხოლოდ ეგრე >? მეც შენთან ვარ +++
2013, 8 ივლისი, 1:10
შეიძლება ერთადერთი ვარ ვინც ასე ფიქრობს მარა ჩემთვის მიუღებელია ცალკ-ცალკე რო აქვთ ფული და ყველაზე საშინელება რო სესხულობენ ერთმანეთს ფულს ცოლ-ქმარი
2013, 19 ივნისი, 22:07
მასე არა გამჭრიახე გონების მამაკაცები ფიქრობენ.
2013, 19 ივნისი, 21:30
გეთანხმები ჩემო კარგო,ყველაფერი საჭიროა რაღაც დოზით.მაგრამ კაცებს რატომღაც გონიათ,რომ ქალს მხოლოდ ფული აღელვებს.არადა ყველაზე მეტად სითბო და სიყვარული სურთ და რათქმაუნდა საჭირო ფინანსებიც..
2013, 19 ივნისი, 21:12
მთავარია განდიდებას არ მივეცეთ და უაზროდ არ ვფლანგოთ, თორემ არასოდეს არ გვაწყენს ზედმეტი ფინანსები. ბედნიერებას ფულით ვერ ვიყიდით, ხოლო ოჯახს კი მხოლოდ სიყვარულით ვერ შევინახავთ.
2013, 19 ივნისი, 21:11
სრული ჭეშმარიტებაა.
2013, 19 ივნისი, 21:09
სრული სისულელეა ჩემო კარგო, არ ვიცი გამოცდილება გალაპარაკებს თუ მცდარი დასკვნები, მაგრამ მაგ 20%-ში ყველას ნუ მოხარშავ.
2013, 18 ივნისი, 11:03
ბევრი ფული არავის წყენს,მაგრამ მაგით არ ვსაზღვრავთ ქალები ბედნიერებას.ფული ოჯახს და შვილებს სჭირდებათ.ჩვენ კი ყურადღება და სითბო გვინდა..
2013, 17 ივნისი, 21:39
სადღაც კი არა,ნამდვილად ვიცი ასეა.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10