ქალი და მამაკაცი სასარგებლო რჩევები ქალებს თუ საყვარელმა ადამიანმა მიგატოვათ 2013, 11 ივლისი, 22:15 ერთად გადაღებულ ფოტოებს ნუ გადაყრით, შეკრიბეთ ისინი და ალბომში შეინახეთ, ეს ხომ ისტორიაა!
- შეადგინეთ ყოფილ
თაყვანისმცემელთა სია. სიის
მოცულობა თქვენთვის სასიამოვნო
მოულოდნელობა იქნება. - დაგეგმეთ რაიმე მაშტაბური ღონისძიება. მაგალითად, დაიწყეთ რემონტი ან წადით სამოგზაუროდ. თანაც რაც შეიძლება მალე, მით უკეთესი! - გააკეთეთ ის, რასაც თქვენი ყოფილი მეგობარი ვერ იტანდა. დიდხანს ისაუბრეთ დაქალებთან... და დატკბით თავისუფლებით. - გაიხსენეთ მისი ყველა დადებითი თვისება მასთან დაკავშირებული სასიამოვნო მოგონებები. ჩათვალეთ, რომ მაინც ბედნიერი ქალი ხართ, რადგან გაგიმართლათ და ყოველივე ეს გამოსცადეთ. - გარდეორბში “რევიზია" ჩაატარეთ ზედმეტი ხარახურა თავიდან მოიშორეთ. - ეცადეთ, რომელიმე კერძის ან ტკბილეულის მომზადებაში დაოსტატდეთ. - შეცვალეთ სუნამო. აღმოაჩინეთ თქვენთვის ახალი სურნელი. - შეაკეთეთ ყველა სახის ელექტრომოწყობილობა რომ ოჯახში არ იგრძნოთ მამაკაცის არყოფნა - ვინც კი შეეცდება თქცენს ყოფილ საყვარელ ადამიანზე ჭორის მოყოლას, ყველას ხმა ჩააკმენდინეთ და უთხარით, რო თქვენ ის აღარ გაინტერესებთ (მან თქვენ გატკინათ გული და არა მათ). - შეიძინეთ ჩაისა და ყავის ახალი, ხალისიანი ფერის ფინჯნები. - სიამოვნებით დაელოდეთ ახალ სიყვარულს, თქვენ ხომ უკვე თავისუფალი ხართ?! 88 7-ს მოსწონს
|