საზოგადოება 70 წლის სტუდენტი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს 2018, 10 ივლისი, 19:17
გაიცანით გიორგი მიქაძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია. როცა პირველად გავიგე ამ ადამიანის შესახებ, გამახსენდა გამოთქმა, სწავლა სიბერემდეაოა, მაგრამ მე ვტყოდი, რომ სიბერემდე კი არა, სწავლა - სიკვდილამდეა შესაძლებელი, თუ ეს ნამდვილად შენი სურვილია.
ბატონი გიორგი ენერგიითა და ხალისით სავსე პიროვნებაა, სწორედ ამიტომ იგი საკუეთესოთა შორის მოხვდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. სწავლის პარალელურად, იგი გიდად მუშობს.
ცოტა ხნის წინ თსუს გვერდზე გამოქვეყნდა მისი ინტერვიუ და გთავაზობთ უცვლელად.
„ჩემთვის თსუ-ში მოსვლა და ლექციებზე დასწრება ნამდვილი დღესასწაულია. პროგრამაზე ჩაბარების მსურველი 100 კანდიდატიდან, მხოლოდ 10 მიიღო უნივერსიტეტმა, ძალიან სასიხარულო და ნამდვილი ზღაპარი იყო სწორედ ამ ათეულში მოხვედრა. ძალიან კარგი კურსელები მყავს და სასიამოვნოა, როგორც მათთან, ისე ლექტორებთან კომუნიკაცია. გვაქვს მოცულობითი სასწავლო ლიტერატურა, თან თსუ-ში სწავლის მიმართ განსხვავებული და საინტერესო მიდგომებია, “ - ამბობს გიორგი მიქაძე. ბატონ გიორგის ვუსურვებ ულევ წარმატებას! 489 6-ს მოსწონს
|