საზოგადოება 12 რამ, რაც პირველ შთაბეჭდილებას წამებში ანადგურებს - ეს უნდა გაითვალისწინოთ! 2019, 25 იანვარი, 22:05 კვლევების თანახმად, პირველი შთაბეჭდილება ყალიბდევა პირველ 7 წამში. თუ თქვენ სამუშაო ინტერვიუ გაქვთ, მენეჯერმა შეიძლება პირველ 30 წამში მიიღოს თქვენი დაქირავების გადაწყვეტილება. აიცილეთ თავიდან ცუდი შთაბეჭდილების მოხდენა, ეს რჩევები დაგეხმარებათ:
1. ხელების არასწორი პოზიციაყურადღება მიაქციეთ თქვენს ხელებს, როდესაც ზიხართ. სჯობს, ჯიბეში არ ჩაიყოთ და თუ მათ მაგიდაზე მოათავსებთ, ერთმანეთზე ძალიან არ გადააჭდოთ.2. სუსტი ხელის ჩამორთმევახშირად ხელის ჩამორთმევისას შემდეგ სეცდომებს უშვებენ: ძალიან ან საერთოდ არ უჭერენ ხელს და დიდხანს აჩერებენ, ვისაც ხელს ართმევთ, აუცილებელია, რომ ზომიერად მჭიდროთ მოსჭიდოთ პარტნიორს და ძალიან დიდხანს არ გააგრძელოთ ეს პროცესი.3. კევის ღეჭვაკევის ღეჭვა სამუშო გასაუბრებაზე ძალიან დიდი შეცდომაა და ისედაც, როდესაც ადამიანს პირველად ხვდებით, კევი მას აფიქრებინებს, რომ თინეიჯერი და დაბარი ფენის წარმომადგენელი ხართ. 4. თვალებით კონტაქტისგან თავის არიდებათვალებით კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია, იგი გამოხატავს ნდობას და თქვენ გვერდით მყოფს აფიქრებინებს, რომ თქვენც სანდო ადამიანი ხართ. ამიტომ როდესაც ვინმეს ესაუბრებით, აუცილებლად გაუსწორეთ თვალი.5. თმებით თამაშიეს თქვენს დაძაბულობასა და ნერვიულობაზე მეტყველებს, ამიტომ სჯობს თმას თუ საერთოდ არ გაეკარებით.6. არასწორი სასაუბრო თემაკარგად დაფიქრდით ყოველთვის, ვის და რას ეუბნებით, არასწორად შერჩეული სალაპარაკო თემა ადამიანებს გარკვეულ შთაბეჭდილებას უქმნის, ამიტომ ყოველთვის სწორად უნდა შეარჩიოთ ის საკითხი, რაზეც საუბრობთ.7. პერსონალური სივრცის დარღვევაპერსონალური სივრცე არის პირადი სივრცე, რომელიც სამუშაო ხასიათის შემთხვევებში მითუმეტეს არ უნდა დაირღვას. ამიტომ ფრთხილად იყავით და გახსოვდეთ, პირადი სივრცე აუცილებელია დაბალანსებულ ურთიერთობებში.8. შემაწუხებელი ხმის გამოცემაესეც თქვენს ნერვიულობაზე მეტყველებს, იჯექით მშვიდად და ნუ აფიქრებინებთ დანარჩენებს, რომ თვითშეფასება გაკლიათ.9. გამუდმებით ტელეფონის ან საათის შემოწმებაეს შეცდომა ძალიან ხშირია, როდესაც ასე იქცევით იმსა ნიშნავს, რომ თქვენ არ გაღელვებთ იმ მომენტში არსებული სიტუაცია და უყურადღებო ხართ. თუ გინდათ ააწყოთ პირადი და საქმიანი ურთიერთობები, უნდა ისწავლოთ ტელეფონის გვერდით გადადება.10. სახელის დავიწყებამოინიშნეთ, თუ ვერ იმახსოვრებთ, რადგან განსაკუთრებით სამუშაოს დროს ეს ძალიან უხერხულ სიტუაციას ქმნის. 11. დაგვიანებადაგვიანება უკვე შთაბეჭდილებაა, ამიტომ ეცადეთ, დროზე მიხვიდეთ.12. არასწორად შერჩეული სამოსისამოსს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად, ამიტომ აუცილებლად გაითვალისწინეთ, როგორ გამოიყურებით გარეგნულად, რა გაცვიათ და რამდენად მოწესრიგებული ხართ, განსაკუთრებით, როცა გასაუბრებაზე მიდიხართ.7289 7-ს მოსწონს
|