x
image
ღიმილიანი
"ზაზა  მაპატიე, მაგრამ ჩემი დუმილი ახლა შენთვის მოცემული პირობის გატეხვა იქნება " - თემო შენგელაიას ამაღელვებელი წერილი
image




პოეტი და იურისტი თემო შენგელაია ზაზა სარალიძეს მიმართავს და სოციალურ

ქსელში ამაღელვებელ წერილს აქვეყნებს:


image



ზაზა
მაპატიე,
მაგრამ ჩემი დუმილი ახლა შენთვის მოცემული პირობის გატეხვა იქნება,
როცა დაგპირდი, რომ შენს გვერდით ვიდგებოდი.

გუშინ იმდენჯერ ჩაგეხუტე,
შენი მხრების სითბო და სიძლიერე ახლაც მომყვება..

ზაზა
გუშინ,
როცა ამაყად გამოვუძეხი ჩემს სტუდენტებს და სიტყვით გამოვედით, ზღვარგადასულად ნეგატიური აურა ვიგრძენით შენს ირგვლივ.

რა თქმა უნდა ამას ვერ დაგიმალავდით და გითხარით კიდეც..
ჩვენ არ გვინდა ჩვენი ძალები, რომელიმე პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებოდეს.

მითხარი:
პოლიტიკოსები აქ მოვლენ და ამას ვერსად გავექცევი, მაგრამ ჩემი შვილის სულში ჩაფურთხება იქნება მათთან ჩემი შეკვრაო.
მითხარი,
ჩემი შვილის მკვლელების გამოძიება, აღარ არსებობს, ვეღარ მოხდება, სამართლებრივად მტკიცებულებები აღარ არისო,
ამიტომ ვითხოვ მთავრობის გადადგომასო..

მე მჯერა,
ყველას გვჯერა შენი სიტყვების,
სულით ხორცამდე გვჯერა შენი სიმართლის და აპოლიტიკურობის.

მაგრამ
ზუსტად
ის,
რომ შენი შვილის მკვლელების დადგენა ვეღარ მოხდება, ჩაგონებული აქვთ შენთვის შენს ირგვლივ პოლიტიკურად ანგაჟირებულ გარემოს.

ჩემი ცხოვრების ბოლო 7 წელი სისხლის სამართალს შევალიე, სამართლებრივად აბსოლუტურად შესაძლებელია გამოძიების დაწყება იმ პირებზე ვისაც ხელი დაეფარათ.

გასაგებია,
თუ კანის ანათალები და სისხლაჟღენთები განადგურებულია, მაგრამ მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტ ნიკოლეიშვილის დასკვნა და სხვა თუნდაც მინიმალური სტანდარტი მტკიცებულებების (მთავარია ერთ მტკიცებულებაზე მეტი იყოს) სამართლებრივად აბსოლუტურად საკმარისი იქნება დამნაშავეების დასასჯელად,
თუ სახელმწიფო მმართველების ნება იქნება რაღა თქმა უნდა.

ამაზრზენი იყო,
დადუნაშვილის მამის, ამ ცამდე მართალი კაცის გამოსვლისას, პოლიტიკური მანიპულაციები. თუნდაც მიკროფონთან ჩაყენებული სამი ოთხი კაცი რად ღირს, რომლებიც ცერა თითის ქვევით დაშვებით სუფლიორობას უწევენ საზოგადოების რეაქციებს.

ზაზა,
მე ისიც მესმის,
რომ
ეს ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ, ყურად არავინ იღებდა შენს გასაჭირს და შენ მადლობელი ხარ მათი,

თუმცა საკუთარ თავში უნდა მონახო ძალა და მიხვდე,
რომ
ბოროტი ხალხი შენს ირგვლივ,
სწორედ შენთვის თავის დროზე დახმარების გამოწვდილი ხელით მართვას ცდილობს.
ცბიერმა ხალხმა ყველაზე კარგად იცის, რა ადვილია ტკივილებით განადგურებული გულის მართვა, როცა ემპათიას დაანახებ.
ეს კი არა შენი შვილის საქმის ბოლომდე მიყვანას, არამედ ამ სახელით პოლიტიკურ მანიპულაციებს ემსახურება!

ზაზა,
ჩვენ ვიდგებით ბოლომდე შენს გვერდით,
მაგრამ არა იმ ხალხის გვერდით, ვინც თავის დროზე ანგრევდა სამართლიანობას და დღეს ჭკუას გვასწავლიან.

გთხოვ გამოფხიზლდი,
მთავრობის გადადგომის მოთხოვნა უტოპიურია.

მოვითხოვოთ მკვლელების დასჯა, მათზე ხელების დამფარებლების დასჯა და ვაჩვენოთ, მთელმა ერმა, რომ
მომავალში პოლიტიკური პროტექციების მართლმსაჯულებაში გამოყენება არავის შერჩება!

ზაზა,
ჩემო და ჩემი თანატოლების მამავ,
დღეს ხომ ყველანი შენი შვილები ვართ,
ამ სიტყვებით ვდგავარ შენს გვერდით,
ადამიანობას გეფიცები,
ცრემლები მერეოდა შენი არ შერჩენილი ხმის გაგონების და შენი დანაღმული თვალების შემყურეს,
რაც მე როგორც ერთ რიგით ქართველს დღეს
არ მაძლევს დუმილის საშუალებას..!

7
8005
9-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
8005
  
2018, 10 ივნისი, 14:42
ისეთი მშობლების შვილი ხართ თემო, სხვას არ ველოდი თქვენგან.
ღმერთმა გაგიმარჯოთ...
2018, 4 ივნისი, 22:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 4 ივნისი, 22:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 4 ივნისი, 22:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 4 ივნისი, 22:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 4 ივნისი, 11:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 3 ივნისი, 12:30
ყოველივე ამ გულისამრევი მანიპულაციების შემდეგ თანაგრძნობა ნელდება.
0 1 7