საზოგადოება 10 ფარული შიში, რომელსაც მამაკაცების 90% არ აღიარებს! 2018, 26 დეკემბერი, 1:02 1. როგორია მათი სხეულიადრეული ასაკიდან, ქალები, როგორც ვიცით, ზრუნავენ თავიანთ სხეულზე. კაცები არასდროს ამხელენ, მაგრამ ისინი ქალებზე არანაკლებ ღელავენ საკუთარ გარეგნობაზე. ამიტომაც ხშირად სავარჯიშო დარბაზებს აკითხავენ, მათი ყველაზე დიდი შიშია, თუ ვინმე ლუდის სმით გასუქებულ ღიპზე მიუთითებს.2. ფულიმათთვის ფული ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადარდებელია. მამაკაცს შეიძლება მეგობარი ქალი არც ჰყავდეს, მაგრამ ფინანსური სიტუაცია მათ ყოველთვის აღელვებთ, ბერვი მათგანი კი ამბობს, რომ არ ჰყავს მეგობარი ქალი, რადგან მას ბევრი ფული სჭირდება.
3. სიმაღლეკაცებს უბრალოდ არ შეუძლიათ, ამაზე არ ინერვიულონ და არ ეშინოდეთ, რომ მოეწონებათ ისეთი ქალი, რომელიც მათზე მაღალი იქნება. 4. შეიძლება თავიანთი რჩეული სხვა მამაკაცით დაინტერესდესხანდახან კაცები ცდილობენ ეჭვიანობა დამალონ, თუმცა ეს მათ თვითშეფასების უნარს საფრთხეში აგდებს. შეიძლება თქვენმა პარტნიორმა არასოდეს გითხრათ რაიმე, თუ თქვენ ამბობთ თქვენს კოლეგაზე, რომ მას საოცარი იუმორის გრძნობა აქვს, მაგრამ იცოდეთ: ის ნერვიულობს, ადარებს თავის თავს, ეშინია, რომ თქვენ მისით დაინტერესდებით, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ, როცა სხვა მამაკაცზე ესაუბრებით. 5. ნაკლები გამოცდილება ურთიერთობაშიყველა მამაკაცს უნდა, რომ ქალის თვალში მაჩო გამოჩნდეს, სინამდვილეში ასეთ მამაკაცებს ეშინიათ, რომ ქალი მათი გამოუცდელობის გამო მასხარად აიგდებს და მისით არ დაინტერესდება.6. თმათმა სხეულზე და თავზე ყოველთვის პრობლემაა. ცოტა თმა ტანზე და ჭარბთმიანობა, ორივე ანერვიულებთ, პირველ შემთხვევაში, მაჩო არ გამოჩნდება, მეორე შემთხვევაში ულამაზო და მოუვლელი იქნება. გამელოტება კი ყველაზე მეტად აშინებთ, ამიტომ არაერთი მამაკაცი მიმართავს თმის გადანერგვას. 7. დიეტა"დიეტაზე ვარ" - ამ ფრაზას კაცები უფრო ხშირად ქალებისგან ისმენენ, თუ კაცი იტყვის ამას, უცნაურად ჟღერს. ამის მიუხედავად, კაცებიც ღელავენ ამ საკითხზე. უბრალოდ ისინი ამაზე ნაკლებად საუბრობენ. 8. ურთიერთობა შეყვარებულთანრამდენი სტატია დაწერილა ქალებისათვის, თუ როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი, ურთიერთობა და ა.შ? თითქოს ეს მხოლოდ ქალის პრობლემა იყოს, სინამდვილეში ამაზე კაცებიც ღელავენ და მათაც ეშინიათ ურთიერთობის დასრულების. სწორედ ამიტომ, ხშირად, როცა კაცები საყვარელს იჩენენ, პირველ ურთიერთობასაც ვერ ელევიან. 9. რამდენი პარტნიორი ჰყავდა ქალს წარსულშიდიახ, ყველაზე მეტად მამაკაცს ქალის ყოფილი პარტნიორების და ზოგადად ამ ფაქტის ეშინია. ამიტომ კარგად უნდა აუხსნათ მას, რომ წარსული წარსულია.
10. ემოციების გამოხატვა"არ იტირო, შენ ხომ კაცი ხარ!" - ისინი ამ ფრაზას პატარაობიდანვე ისმენენ. მშობლებს სურდათ ისინი ძლიერებად ჩამოეყალიბებინათ, მაგრამ, როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, ეს არის არასწორი მიდგომა აღზრდისადმი. სწორედ ამიტომაა, კაცებს უფრო უჭირთ ემოციების გამოხატვის და რომ " ტირილი მათი საქმე არაა". 14384 5-ს მოსწონს
|