საზოგადოება ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პროტესტის ნიშნად ზის 2018, 2 ივლისი, 17:01 ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის ეზოში მარტო ზის და ასეთი ფორმით გამოხატავს პროტესტს არსებული სისტემის წინააღმდეგ. მისი თქმით, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო დროს წელავს და ამბობს, რომ რეალურად საქმის გამოძიებას არ აპირებენ.
სარალიძე მომავალში საპროტესტო აქციების გაგრძელებას არ გამორიცხავს. ის უკვე რამდენიმე საათია შსს-ს ეზოში იმყოფება, თუმცა მის პროტესტს ჯერჯერობით არავინ გამოხმაურებია.
"იქამდე ვიჯდები, სანამ ჩემი შვილის მკვლელს არ დაიჭერენ. მათ მკვლელებისთვის ხელის დაფარება უნდათ, მაგრამ მე არ გავჩერდები" -ამბობს სარალიძე
მისი პროტესტის პარალელურად პარლემენტში გრძელდება დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაც. კომისიის წევრებმა დღეს ზვიად კუპრავა გამოკითხეს.
99 3-ს მოსწონს
|