x
image
მოზამბიკელი
"სად მიდის ის სწავლის გადასახადი, რომელიც თქვენ და თქვენმა მშობლებმა დიდი წვალებით შეაგროვეთ?" -რა ხდება ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ?
ამ ინფორმაციის გავრცელება ერთი ადამიანის თხოვნის საფუძველზე გადავწყვიტე, რადგან მიაჩნია და მეც ვეთანხმები, რომ რაც მეტად იქნება საზოგადეობისთვის ცნობილი ასეთი საკითხების შესახებ, მით მეტი იქნება რეაგირება კომპეტენტური ორგანიების მხრიდან.

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ლევან ჯოჯოშვილი მეორე დღეა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ აქტიურად წერს და ამბობს, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასახარბიელო მდგომარეობაა, მის ერთ-ერთ პოსტს უცვლელად გთვაზობთ:

image


"ჯავახიშვილი და მაღლივი ეძახეთ თქვენ და აქ როგორ სწავლობთ? ცივილიზაცია არ არის გარშემო ელემენტარული პრინტერი და ქსეროქსი დამჭირდა და ამხელა სახელმწიფო უნივერსიტეტში კი არა ახლო მახლო საერთოდ არ იყო ილიაუნში ჩამოვედი ქსეროქსზე მაღლივიდან, ნოტარიუსზე ხო ლაპარაკი ზედმეტია ეგ საერთოდ არ იშოვება აქ ახლოსო. წყალი მწყუროდა დავიხჩე წყურვილით, შესასვლელი კი ტვალეტად არის ქცეული, თანამშრომლები რომლებიც მაგისტრატურაზე არეგისტრირებენ მკვლელის სახით მიყურებენ ერთი კითხვა და რამის დაზუსტებაც აკრძალულია თორემ დაგჭრიან. შენობა ხო საერთოდ კომუნისტების დროინდელი ხორცის კომბინატი გეგონება ისეთ მდგომარეობაშია, სირცხვილია უბრალოდ სახელმწიფო უნივერსიტერი ასეთ მდგომარეობაში იყოს, როცა სწავლის გადასახადიდან დიდი რაოდენობით ფული შედის უნივერსიტეტს კი 20% არ ხმარდება! გავკარი ეგეთ სწავლას თუ 6 წლის მანძილზე ელემენტარული პირობები არ მექნება სასწავლებლად და ცხოველად ჩამთვლიან!"



image


მის პოსტს უამრავი გამოხმაურება და კომენტარი მოჰყვა, მომხმარებელთა ნაწილი ჯავახიშვილის ამჟამინდელი ან ყოფილი სტუდენტი აღმოჩნდა, რომლებიც უნივერსიტეტში არსებულ ხარვეზებს და პრობლემებს აღიარებენ თუმც აქცენტს მაინც სწავლის ხარისხზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურიულ გაუმართავობასა და მოუწესრიგებლობას მნიშნველობას არ ანიჭებენ.

იყვნენ საპირისპირო აზრის მქონეებიც, რომლებიც ლევან ჯოჯიშვილის პოზიციას იზიარებენ და ამბობენ, რომ უნივერსიტეტში მართლაც ბევრი პრობლემაა.

იმის გამო, რომ აღნიშნულ პოსტს ამდენი გამოხმაურება მოჰყვა, ლევანმა მოგვიანებით კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა:

"ყოველთვის მიკვირდა ის თუ რატომ არ სურთ უკეთესის მიღება ადამიანებს როცა ამის შესაძლებლობა არსებობს! მაღლივთან დაკავშირებით პოსტს ბევრი ჯავახიშვილის სტუდენტი და ლექტორი გამოეხმაურა და ამბობენ რომ თურმე რადგან კარგი სწავლაა ესეიგი ამით გამართლებულია მაღლივის შენობის გაურემონტებლობა და კარგია რომ ძველ მაგიდებზე სწავლობენ უფრო მეტ ცოდნას მიიღებენ ასე, ისიც კარგი ყოფილა საპირფარეშოში ანტისანიტარია რომ არ არის მოწესრიგებული და ისიც კარგი ყოფილა წვიმის დროს წყალი რომ ჩამოდის ზამთარში კი სტუდენტები სიცივისგან კანკალებენ, თურმე კარგი სწავლით მართლდება უნივერსიტეტის მოუწესრიგებელი პირობები, რა შუაშია ერთი მეორესთან ან რა ხელს უშლის ერთი მეორეს? და იმ ზღაპრების ნუ გჯერა ვითომ უნივერსიტეტის და ქვეყნის ბიუჯეტში საკმარისი ფული არ არის გასარემონტებელად, მაშ სად მიდის ის სწავლის გადასახადი რომელიც თქვენ და თქვენმა მშობლებმა დიდი წვალებით შეაგროვეთ და სტუდენტები კიდე სიცივეში და ასეთ პირობებში უნდა იყვნენ? ჯავახიშვილის ლექტორი წერდა არც ჩვენ გვაქვს მაღალი ხელფასებიო და მერე რა მოხდა ძველ დანგრეულ უნივერსიტეტში თუ ისწავლიან სტუდენტებიო.! აი ასეთი ხალხი უშლის ხელს ქვეყნის განვითარებას! გაცვლით პროგრამებზე, რომ გვაქვს პრეტენზია უცხოელი სტუდენტი რომ ჩამოვა და ასეთ მდგომარეობას ნახავს რა უნდა ვუთხრათ იცი რა აქ მაგარი სწავლაა და დამკვირვებლები ატარებენ გამოცდებს? როგორ გგონიათ ამას გავაგებინებთ? სწავლა და სასწავლო მასალები ყველა უნივერსიტეტში ერთია, თუ სტუდენტს ცოდნის მიღება უნდა არც სხვაგან გადაწერს თუ არ უნდა მაღლივშიც 1 დღისთვის დაიზეპირებს და მესამე დღეს აღარ ემახსოვრება. რადგან ჯავახიშვილში სწავლობ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უსამართლობაზე თვალი უნდა დახუჭო და შეეგუო! ასე ვერასოდეს განვითარებით ასე ვერასოდეს მივიღებთ იმას რაც გვინდა არ უნდა შეეგუო უსამართლობას და არასწორ სიტუაციას! ჩემს უნივერსიტეტშიც ყველა უსამართლობაზე და არასწორ ქმედებაზე ასეთი რეაქცია მქონდა და მექნება კიდეც და რადგან ეს ჩემი უნივერსიტეტია არ ნიშნავს იმას რომ ასეთ პირობებში სწავლა კარგია! უნდა გავიაზროთ ის ფაქტორი რომ სწავლა განათლებაში საკმაოდ დიდ თანხას ვიხდით 10 000 ლარამდე მთლიანად და აშკარად ნორმანული პირობები და რა თქმა უნდა სწავლაც მაღალი ხარისხის გვეკუთვნის! სიტყვის და აზრის თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის რაც შეიძლება უნივერსიტეტში ისწავლო!"


image


გმადლობთ ყურადღებისთვის!



2
314
6-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
314
  
2017, 3 სექტემბერი, 7:24
მე არასდროს მქონია შეხება მაგ უნივერსიტეტთან, თუმცა ბევრი ადამიანისგან მსმენია უკმაყოფილო შეფასებები, თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ, რაც უდავოდ იმაზე მიუთითებს, რომ სიტუაცია მართლაც სერიოზულია და ამაზე ხმის ამოღება აუცილებელია. გამოცდები მკაცრად ბევრ უნივერსიტეტში ტარდება, მაგრამ სწავლის ხარისხს მაგით ნამდვილად ვერ განსაზღვრავ.
2017, 2 სექტემბერი, 22:48
,,სწავლა არისო''-ს ა ს ა ც ი ლ ო ა! პრეისტორიული ხანის მასალა, რომელიც ერთხელ გადათარგმენს მაღლივის პატივცემულმა პროფესორებმა და რომელსაც საგნის დასახელების მიხედვით ატრიალებენ...(მასლოუს იერარქია და მენეჯმენტის სკოლები განსაკუთრებულად მოსული თემა იყო, დღემდე არ მავიწყდება, ყველა საგანში ჯდებოდა), თოდუას მარკეტინგი ხომ საერთოდ ვაბშე ცალკე სამყაროა, ალბათობის ლექტორების 80% გაგნებაში არ იყო რას ასწავლიდა . ერთადერთი მათემატიკის კათედრა ძლიერი, უძლიერესი ! მოკლედ გამოცდები ტარდება მკაცრად და ამიტომ თვლიან , რომ სწავლაა მაღლივში, მთავარი კი ისაა რას გასწავლიან, ვინ გასწავლის და როგორ...
0 1 2