საზოგადოება საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებისთვის პეტიციას 60 000 -ზე მეტი ხელმოწერა აქვს 2019, 13 ივლისი, 18:04 საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას 60 000 -ზე მეტი ხელმოწერა აქვს. პეტიცია სამი კვირის წინ, მას შემდეგ შეიქმნა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტიდან რუსი დეპუტატის გაძევების შემდეგ, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვაზე განაცხადა და რუს ტურისტებს აქ ჩამოსვლისგან თავის შეკავება ურჩია. პირველივე დღეს სოციალურ ქსელში გაჩნდა პეტიცია ვლადიმერ პუტინის მისამართით, არ აკრძალოს საქართველოსთან ავიამიმოსვლა. ხელმოწერების შეგროვება ამ წუთებშიც გრძელდება, რუსების გარდა, პეტიციაზე ხელს ქართველებიც აწერენ. პეტიციაავიამიმოსვლის აკრძალვის შემდეგ, რუსთავი 2 - ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას გინება პუტინის მისამართით, რუსეთში ღვინისა და მინერალური წყლების ემბარგოზე და ფულადი გზავნილების აკრძალვაზე საუბრით გაგრძელდა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის "შემწყნარებელმა" განცხადებამ, ეს პროცესები დროებით გადადო. უცნობია, რა იმალება ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებების მიღმა. თბილისში კი 20 ივნისს დაწყებული პროტესტი "არა ოკუპაციას" და "სირცხვილია" გრძელდება. 82 1-ს მოსწონს
|