x
image
მოზამბიკელი
გიორგი გახარია: ქვეყანაში სასურსათო პროდუქტების დეფიციტის საფრთხე არ არსებობს

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში. პრემიერ - მინისტრმა, გიორგი გახარიამ სხდომაზე მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ.

image

აღნიშნული სხდომის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეიბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

"სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 30 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 418 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - 54 პირი.

საბჭომ მოისმინა ინფორმაცია სასურსათო ბაზარზე შექმნილი გარკვეული პანიკის შესახებ, რომელსაც საფუძველი არ აქვს.

როგორც საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია მოქალაქეებს მიეწოდოს სწორი ინფორმაცია, რომ ქვეყანაში სასურსათო პროდუქტების დეფიციტის შექმნის საფრთხე არ არსებობს, ასევე შეუფერხებლად ხორციელდება სატვირთო გადაზიდვები, რაც სასურსათო დეფიციტის შექმნას გამორიცხავს", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ინფორმაციით, პრემიერ - მინისტრი დღეს მორიგ შეხვედრას გამართავს სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებთანაც.

0
27
1-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0