ჩვეულებრივი დღეა, ყოველდღიურმა ერთფეროვნებამ გამაზარმაცა.
სიახლის სურვილი აღარ მაქვს, რობოტივით ერთიდაიგივე "პროგრამით" ვმუშაობ,
"დასვენების რეჟიმი"-ც ერთფეროვანია.
დილიდან დაღამებამდე, ერთსადაიმავე საქმეს ვაკეთებ, ჩაის დალევა, ბავშვის ბაღში
წაყვანა, სახლის დალაგება (თუკი დასალაგებელია), ჭურჭლის დარეცხვა, საჭმლის გაკეთება , კომპიტერთან დაჯდომა და ათასი სისულე...
მხატვარი არ ვარ, რომ დავხატო მე ჩემი სახე,
არც მოქანდაკე გამოვძერწო ჩემი სხეული,
არც მკერავი ვარ, შევიკერო შესამოსელი,
რომ დავიფარო, სული ჩემი, მარტო, ეული...
არც სახელი მაქვს, არც წოდება პატივსაცემი,
არც განვირჩევი დანარჩენისგან უცოდველობით,
არც მოღალატე, არც საიდუმლოს არ ვარ გამცემი,
და არც ვტრაბახობ ჩემი ლექსის უბრალოებით...
მე მხოლოდ ...
ეს, ის სამყაროა, სადაც იბადები, იზრდები, ბერდები, კვდები... ის არ გტოვებს, შენია, შენშია, უყვარხარ და არასოდეს ემეტები დასაკარგად... ის სამშობლოა, უზარმაზარი სამყაროს პატარა ნაწილი, რომელშიც ცხოვრობ... სამშობლო მშობელია, რომელიც მუდამ ზრუნავს შენზე, ადარდებ... აკაკის ჩონგურია, რომელსაც სამწუაროდ სიმები დასწყვეტია. ილიას გულია, რომელიც გახლეჩილი, დღემდე გმირულად ძგერს! ქართვ...
დავიღალე სასიყვარულო, სენტიმენტალური წერილების წერით, არავის აინტერესებს გაცვეთილი ფრაზებითა და გულიდან ამოსული სიტყვებით გაჯერებული ჩანახატები. დღეს კითხულობენ, მხოლოდ იმ წიგნებსა და მოთხრობებს, სადაც არაამქვეყნიური, მისტიკური არსებები ბნელ ღამეში დაფრინავენ, ან სადისტები და მკვლელები, ღმერთმა უწყის რატომ, ბავშვებს რომ ხოცავენ, მაგრამ ამას მხოლოდ მცირე ნაწილი აკეთებს, უმეტ...
|
|