დავით რაზმაძე 2008 წლის 9 აგვისტოს ვერხვების დაბომბვის ამსახველი ფოტოს ერთ-ერთი გმირის ზაზა რაზმაძის შვილია, ორი ძმის ტრაგიკულმა ფოტომ მთელი მსოფლიო მოიცვა, თუმცა მისი შვილის ბედით არავინ დაინტერესებულა.

საზოგადოება სახელმწიფოსგან მიტოვებული ომგამოვლილი ახალგაზრდა დევნილის სტატუსისა და თავშესაფრის გარეშე 2018, 11 აგვისტო, 17:02
22 წლის დავით რაზმაძემ გორი ვერხვების დასახლების დაბომბვის შემდეგ დატოვა.
![]()
მაშინ 12 წლის იყო. რუსულ აგრესიას მშობლებთან ერთად შეესწრო და სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე საუბარს ყოველთვის ერიდება, რადგან 10 წლის წინ მიღებული ტრავმა დღემდე მოჰყვება.
“ვერ გამოვხატავ, რას ვგრძნობ, როდესაც 2008 წლის აგვისტოზე მიწევს საუბარი. მაგ ომმა მთელი ცხოვრება დამინგრია და სრულიად შეცვალა ჩემი გარემო. ვერხვების დასახლებაში მაშინ ჩვენ ყველა ერთად ვიყავით. მაშინ ძალიან შეგვეშინდა, დროთა განმავლობაში ეს განცდებიც გაქრა, მაგრამ იმ საშინელ მომენტებს რა დაგვავიწყებს. აგვისტოს თვეში, სიმართლე გითხრათ, სოციალურ ქსელშიც არ შევდივარ, რომ მაშინდელი ფოტოები თვალში აღარ მომხვდეს. ეს ჩვენზე ძალიან მოქმედებს“, - ამბობს დათო რაზმაძე.
დავით რაზმაძე 2008 წლის 9 აგვისტოს ვერხვების დაბომბვის ამსახველი ფოტოს ერთ-ერთი გმირის ზაზა რაზმაძის შვილია, ორი ძმის ტრაგიკულმა ფოტომ მთელი მსოფლიო მოიცვა, თუმცა მისი შვილის ბედით არავინ დაინტერესებულა. ![]() 17 2-ს მოსწონს
|