x
image
მოზამბიკელი
რა ხდება სოფელ კოდასთან ? – დავით ქაცარავა ვიდეოს ავრცელებს

სამოქალაქო-სადამკვირვებლო მისია "ძალა ერთობაშია"-ს წევრები რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ქარელის რაიონ სოფელ კოდასთან რუსი ე.წ მესაზღვრები უკანონო საზღვრის კიდევ გადმოწევას აპირებენ. მათი ინფორმაციით, მოსახლეობა შიშობს რომ მალე სოფელი გზის გარეშე დარჩება:

image

"კოდაში (ქარელის კოდაა, ქვემო ქართლში არ აგერიოთ) ვართ. გუშინ ოკუპანტების აქტიურობა ღობის მიღმა ჩვენმა ჯგუფმაც შეამჩნია და მოსახლეობამაც ისე აღიქვა, რომ ოსურ-რუსულმა მხარემ დაანონსებული გეგმით ახალი დემარკაცია დაიწყო, რასაც საბოლოოდ, კოდის მოწყვეტა უნდა მოჰყვეს - სოფელი გზის გარეშე დარჩება.
მცირედ ძალების მოკრების შემდეგ აბანოს(სოფელია) და ჭვრინისის მიმართულებით ვაპირებთ პატრულირების გაგრძელებას და გზაში დრო რომ არ ვკარგოთ (საკმაოდ შორია თბილისიდან), სახელდახელო ბანაკსაც მოვაწყობთ, ცხადია, პოლიციის რეკომენდაციის გათვალისწინებით. პოლიცია აქტიურად პატრულირებს, მაგრამ სამოქალაქო აქტივიზმიც საჭიროა. გვაქვს ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელებისთვის საჭირო ყველა საშუალებაც, ამასობაში კი ჩვენი გოგოები ადგილობრივებს საოჯახო საქმეებშიც ეხმარებიან.
#ძალაერთობაშია! "

image


დავით ქაცარავა ასევე წერს, რომ ოსური მხარე სოფელი კოდის მათთვის გადაცემას ითხოვს:

“ძალა ერთობაშია“ იმყოფება ქარელის რაიონ სოფელ კოდაში, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა ყურადღების ცენტრში მოექცა.
სეპარატისტები აცხადებენ, რომ სოფელი კოდა ეკუთვნით მათ, აქვე მდებარეობს სასარგებლო წიაღისეულის(საჯებირო ქვების ) კარიერი და ისინი ითხოვენ ამ საბადოს და სოფელი კოდის გადმოცემას. კოდა გახლავთ ის სოფელი, სადაც 2017 წლის მიწურულს გაავლეს მავთულხლართები სოფ ჭვრინისის ნიმართულებით.საზოგადოებამ კი ამის შესახებ მავთულხლართების გავლების დასრულებიდან დაახლოებით თვენახევარში გაიგო. დღეს ეს სოფელი დგას ოკუპაციის საშიშროების წინაშე. მოსახლეობა დაშინებულია და ერიდება გახსნილად საუბარს.
ინფორმაცია ამ ეტაპზე ურთიერთგამომრიცხავია - ერთის მხრივ გვაწვდიან ინფორმაციას მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით, მეორეს მხრივ(ოფიციალური პოზიცია) უარყოფს მავთულხლართების გავლების პროცესს.ჩვენმა ჯგუფმა დააფიქსირა რუსების აქტივობა, მაგრამ იმისათვის რომ გამოირიცხოს ნებისმიერი უზუსტობა, ჩვენ გადავწყვიტეთ დავრჩეთ სოფელ კოდაში და დავაწესოთ მორიგეობა.
ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება - იმისათვის რომ ჩვენ შევძლოთ 24საათიანი მორიგეობის წარმართვა, გვესაჭირეობა აღჭურვილობა:
2 კარავი 2 მაგი ტენტით
2 საძილე ტომარა
4 კარემატი
4 ფანარი
4 ქურთუკი/სამხედრო ტიპის
4 თერმო ბოთლი
1 პრიმუსი
4 საწვიმარი "-წერს ქაცარავა

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კოდასთან მავთულხლართები გასული წლის მიწურულს გაავლეს.

1
71
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
71
  
2018, 3 ივლისი, 15:59
მარტივი გამოსავალია–ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებით დაინაღმოს ის ტერიტორია, წინასწარ იქნას ქართული მოსახლეობა გაფრთხოლებული ნაღმური ველის არსებობის თაობაზე.
რომ ახტებიან ცაში უფეხოდ, შეეშვებიან "საზღვრის" გადმოწევას ოკუპანტები.
0 1 1