x
image
მოზამბიკელი
"ღმერთო მიშველე, მაჩვენე შვილი"- ზაზა სარალიძის სულშიჩამწვდომი ლექსი

ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა რამდენიმე თვეა, შვილის მკვლელების დასჯასა და საქმის სამართლიანად გამოძიებას ითხოვს. ზაზა სარალიძემ საზოგადოების მხარდაჭერა და პატივიცემა შეუპოვრობითა და სიმართლის ძიებისთვის ბრძლით მოიპოვა. შვილმკვდარმა მამამ სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ ლექსი გამოაქვეყნა, მისი წაკითხვისას ცრემლების შეკავება გაგიჭირებათ:

image

"მომიკლეს ვაჟკაცი სიცოცხლით სავსე,
ჯერაც პატარა, ნორჩი და ნაზი,
გულიც მომიკლეს მე შვილთან ერთად,
დამაკარგვინეს ცხოვრების აზრი.
ღმერთო მიშველე უღირსს, დაცემულს,
ხედავ, შენს მეტი არავინ არ მყავს,
უფალო, ეს გული მე არ მჭირდება,
სადაც სავალი გზაც კი არა ჩანს.
მე ერთი დამრჩა მხოლოდ ამ ქვეყნად,
ჩემი სულისთვის სულის ნათება,
სანთლის დანთება, ლოცვები ნაზი,
და ყოველივე მარად და მარად.
ღმერთო ისმინე ცოდვილის თხოვნა,
მკერდით დაჭრილი გულით რომ დამაქვს,
ბოლო სუნთქვასაც შენ დაგიტოვებ,
ამგვარ სიცოცხლეს აზრი არა აქვს.
მე მოვკვდი მაშინ, როცა ის მოკლეს,
და გამეყინა ძარღვებში სისხლი,
სუნთქვაც გაჩერდა უღირს მიწაზე,
ღმერთო მიშველე, მაჩვენე შვილი.
მინდა რომ ვნახო და ჩავეხუტო,
და კვლავ ვუყურო ლამაზ თვალებში,
ვუთხრა რომ მამი, მე შენთანა ვარ,
არ მიგატოვებ არც ერთი წამი.
უფალო, ერთს გთხოვ და დამეხმარე,
მინდა სიმართლე ერთად ვიპოვოთ,
მსურს დაისაჯონ შვილის მკვლელები,
და შენს წინაშე პასუხი აგონ.
მორჩა, დამთავრდა ამ ლექსის წერაც,
გული არ მიშვებს, ცრემლით ვივსები,
ადიდე მისი სული მარადის,
და სამოთხეში ამაღლდეს, ამინ."-წერს ზაზა სარალიძე

2
521
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
521
  
2018, 16 ივნისი, 12:54
მაგრად გატყდა კაცი, თვალსა და ხელს შორის დაბერდა
0 1 2